LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კითხვები პატრიარქთან, პრემიერთან, შს მინისტრთან – თავისუფლების მოედანზე აქცია დაანონსდა

549
aqciaaaa

აქცია სახელწოდებით – “დროა – მშვიდობა ომზე მეტია!” რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართება, სოციალურ ქსელში  დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორები ძალადობის და სიძულვილის წინააღმდეგ გამოდიან.

“საერთოდ ვერ ვხედავთ ხელისუფლებას, ვერ ვგრძნობთ რომ პატრონი გვყავს, ვერ ვგრძნობთ თავს დაცულად და ვდგავართ აშკარა პროვოკაციის წინაშე. პროვოკაციის რომელიც აწყობს მხოლოდ ერთადერთ ქვეყანას. ვხედავთ დაჩაგრულ ადამიანებს და ვხედავთ როგორ ექმნება საფრთხე ჩვენს კონსტიტუციას!”- წერენ აქციის ორგანიზატორები.

საპატრიარქოს კარის თამაშები - ბრძოლა ტრადიციების სახელით

რუსული კვალი ბოლო დღეების მოვლენათა ქრონოლოგიაში.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, აქვთ კონკრეტული კითხვები, რომელიც ადრესატები არიან: საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს წმინდა სინოდი, საქართველოს პრემიერ მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ტოშინოშინი, ლაშა ტალახაძე, ზაზა ფაჩულია, მამუკა გორგოძე.

“თქვენ შეგიძლიათ, ჩვენთან ერთად ამ სიგიჟის დასრულება, მხოლოდ თქვენნაირი ადამიანებს შეუძლიათ დღეს საზოგადოებისთის იმის ახსნა, რომ ძალადობა მიუღებელია და რომ ყველამ, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას,”- წერენ აქციის ორგანიზატორები.

აქცია 21 ივნისს 20 საათზეა დაგეგმილი.

 

magti 5g