ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკებს დამატებითი რეგულაციები აუცილებლად დაუწესდებათ.
„რა ელის იმ კლინიკებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, ამაზე ჯერჯერობით მიმდინარეობს მსჯელობა“, – აცხადებს მინისტრი.
„კლინიკებს დამატებითი რეგულაციები აუცილებლად დაუწესდებათ. თქვენ იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გეგმაა, სელექტიური კონტრაქტები. კლინიკებმა უნდა დააკმაყოფილონ შესაბამისი სტანდარტები, რათა ეს იყოს უსაფრთხო ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რას ელის იმ კლინიკებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, ამაზე ჯერჯერობით მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენ ვამზადებთ სტრატეგიას ქვეყნის მასშტაბით, რათა მიმდინარე რეფორმები იყოს არა ქაოტური, არამედ თანმიმდევრული, გამჭვირვალე და სასარგებლო ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ექიმები ქვეყანაში არსებულ პროცესს წარმატებით მართავენ.
„დღეს ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა კორონავირუსის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად დამტკიცდა. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში კორონავირუსის მნიშვნელოვან სტაბილიზაციას. საწოლფონდთან მიმართებაში გვაქვს შემდეგი სურათი: დღეს სტაციონარში მკურნალობას გადის 3,499 ადამიანი. საერთო ჯამში კი კორონავირუსის 10,000-ზე მეტი შემთხვევაა და აღსანიშნავია, რომ ექიმები პროცესს წარმატებით მართავენ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
