LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: გამჭვირვალე და საჯარო უნდა იყოს ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება

90
1101150585

მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი, რადგან აქ საქმე ეხება ბავშვთა უფლებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, “დაუშვებელია, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე ვინმემ ისაუბროს გამჭვირვალობის დეფიციტზე”.

„გამჭვირვალე და საჯარო უნდა იყოს ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება. აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება, რათა როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ასევე საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.

ამავე თემაზე:

ვიდეო: “ეკონომიკაზე საუბრობთ მხოლოდ?!” – “ოცნების” დეპუტატი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონზე დასმულ შეკითხვას არ პასუხობს

არაა გასაკვირი, რომ სახელმწიფო დუმს, მხოლოდ ივანიშვილის შვილებს იცავენ: უგულავა ნინოწმინდის პანსიონზე

მჯერა, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს, როცა საკითხი ეხება ბავშვებს: თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე

შემიძლია ვთქვა, რომ აქ აწამებენ ბავშვებს, რადგან არ ვიცით, რა ხდება და ვიცით, რომ ოთხი საქმეა აღძრული: სამნიძე ნინოწმინდის პანსიონატზე

ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, დღეს 6-ზე შევიკრიბოთ პროკურატურასთან”

დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ: დეკანოზი თამაზ ლომიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g