LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: კალაძეს 50 %-ზე ბევრად მეტის აღება შეუძლია, მეორე ტურს გამორიცხავ

127
ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვგონია, რომ სათანადოდ გადავლახავთ პირველივე ტურში იმ ბარიერს, რომელიც დადგენილია, ანუ კალაძეს 50 პროცენტზე ბევრად მეტის აღება შეუძლია, მეორე ტურს გამორიცხავ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ სტუმრობისას განაცხადა.

არჩევნების წინ გამოქვეყნებული სხვადასხვა კვლევის შეფასებისას, რომლის მიხედვით მეორე ტურის ალბათობა დიდია, კობახიძე აღნიშნავს:

„ჩვენ ჩვენ კვლევებს მუდმივად ვაწარმოებთ, მათ შორის ამას ვაკეთებთ ე.წ. კარდაკარის, ფორმით, როდესაც ჩვენი მხარდამჭერები შედიან პრაქტიკულად ყველა ოჯახში, ასევე წარმოებს სოციოლოგიური სტანდარტული კვლევები სოციოლოგიური კომპანიების მეშვეობით ასევე მუდმივი სატელეფონო კვლევები წარმოებს.

ეს გვაძლევს კარგი რწმენის საფუძველს, რომ კარგი შედეგით შეიძლება დავასრულოთ არჩევნები და კარგ შედეგში იგულისხმება იმ შედეგის მინიმუმ გამეორება, რაც მივიღეთ წინა საპარლამენტი არჩევნებზე. გახსოვთ, ჩვენ მაშინ  მივიღეთ 48%.

იგივე შეიძლება ითქვას, თბილისის მერის არჩევნებზეც, სადაც კახი კალაძეს შეუძლია, ძალიან მყარად მოიგოს პირველივე ტურში. ამას გვეუბნება საზოგადოებრივი კვლევები, დანარჩენი დამოკიდებულია საზოგადოების მობილიზაციაზე“. – განაცხადა კობახიძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას.

კითხვაზე, ელოდება თუ არა კროვოკაციებს, კობახიძე პასუხობს.

„ამის შესახებ ჩვენ ერთხელ განცხადება გავაკეთეთ და ჩვენი პროგნოზი გამართლდა.  ჩვენი განცხადება ინფორმაციას ეფუძნებოდა. ამის შესახებ ყოველდღიურად ფაქტობრივად პროვოკაციები ხორციელდებოდა, პროვოკაციები იყო ბათუმში, კასპში, ქარელში… სამწუხაროდ ამ ყველაფერს მიჩვეული ვართ და ბუნებრივია, ასეთ რამეს უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით არჩევნების დღეს. ჩვენ პირველ რიგში უნდა გავაფრთხილოთ ჩვენი მხარდამჭერები, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და მშვიდად მიუდგნენ ნებისმიერ ასეთ ქმედებას“. – აცხადებს კობახიძე “ფორტუნასთან”.

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი კონკურენტი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, სამწუხარო რეალობაა, რომ ნიკანორ მელია მეორე ადგილზე გავა

ყველა ინფორმაციას მივაწვდი პროკურატურას – კობახიძე გახარიაზე

კობახიძე: 2024 წლამდე საქართველოში კოალიციური მთავრობა არ იქნება

ეს არის პიარული ტრიუკი, ჩამოსვლისთვის ბილეთის გამოქვეყნება საკმარისი არაა – ირაკლი კობახიძე სააკაშვილზ

ნანობს თუ არა კობახიძე მელიასთან დაპირისპირების ინციდენტს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g