„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რომელმა 308 ევროპარლამენტარმაც არ უნდა მოგვიწოდოს აქეთკენ, „ნაცმოძრაობა“ ქართულ საზოგადოებას ზურგზე მეორედ არ უნდა დავასვათ.“
აღნიშნულის შესახებ კობახიძემ „პირველი არხის“ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ისაუბრა.
„მე მგონი, ჩვენ არავინ არ მოგვიწოდებს, რომ მორიელი დავისვათ ზურგზე. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით მორიელის ბუნება, ცნობილი იგავ-არაკის მიხედვით. ჩვენ ყველა შემთხვევაში, საზოგადოების განწყობის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ და არავის არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ზურგზე დაგვაჯდეს და ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებაზეც“ არ არის საუბარი.
„ნაცმოძრაობა“ ქართულ საზოგადოებას ზურგზე მეორედ არ უნდა დავასვათ. სამწუხაროდ, ეს რეალობა გვქონდა ცხრა წლის განმავლობაში და ეს რეალობა აღარ უნდა დავაბრუნოთ. „ნაცმოძრაობა“ ზურგზე, როგორც მორიელი, აღარასდროს აღარ უნდა დავასვათ ქართულ საზოგადოებას, რომელმა 308 ევროპარლამენტარმაც არ უნდა მოგვიწოდოს აქეთკენ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე“.
გვაქვს სუბიექტური ინტერესი, რომ ქვეყანამ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი: ირაკლი კობახიძე
