შსს-ს წარმომადგენლები კომპანიის ოფისში,სადაც 23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალეიშვილი მუშაობდა საგამოძიებო მოქმედებებს მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ.ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა.
გოგონა კომპანია “ზეგის“ თანამშრომელი იყო, საიდანაც წასვლის გადაწყვეტილება გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე მიიღო.
ხელმძღვანელების თქმით, ბაჩალიაშვილი იყო რიგითი პროგრამისტი, კომპანია კი მუშაობდა აუთსორსზე. “ზეგის” დირექტორი მომხდარსა და მათი კომპანიის საქმიანობასთან კავშირს გამორიცხავს.
თამარ ბაჩალეისვილის საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტად,დაღუპული გოგონას ოჯახის ინიციატივით, გალინა კარმუშინა ერთვება.
პარალელურად, არ არის გამორიცხული, საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება გახდეს საჭირო და სისხლის სამართლის საქმის მასალებიც გამოითხოვონ.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ჯერ კიდევ არ გადაუსვენებიათ საკუთარ სახლში. გოგონა თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს.