ნიუ-იორკის პოლიცია კონცერნ Fiat-ის მემკვიდრეს, ლაპო ელკანს საკუთარი თავის გატაცებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ NYPD-ის წყაროზე დაყრდნობით Daily Beast წერს. 39 წლის ელკანი ჯანი ანიელის უმცროსი შვილიშვილია, ის გამოსასყიდის აღებისას დააკავეს, რომელიც 10 000 დოლარს შეადგენდა.
გამოცემის ინფორმაციით, ისტორია იმით დაიწყო, რომ ელკანმა მეგობართან ერთად მანჰეტენზე წვეულება მოაწყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა, ბოლოს კი თანხა ამოეწურათ.
შემდეგ კი Fiat-ის ყოფილმა ტოპ მენეჯერმა საკუთარი თავის გატაცების იმიტირება მოიფიქრა. ნათესავებს შეატყობინა, რომ უცხო ქალბატონი ძალით აკავებდა და ზიანის მიყენებით ემუქრებოდა, თუკი 10 000 დოლარს არ გადაიხდიდნენ.
ელკანის მიერ მითითებულ ადგილზე ნათესავებმა თანხა დატოვეს, თუმცა, მომხდარის შესახებ ნიუ-იორკის პოლიციას შეატყობინეს. ჩასაფრების შედეგად პოლიციელებმა დაინახეს, რომ თანხის ასაღბად თავად გატაცებული მეგობართან ერთად მივიდა.
პოლიციას ბატონი ელკანი არ დაუკავებია, თუმცა საქმე სასამართლოს გადაეცა.