LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონცერტის პროგრამა დაახლოებით 20 სიმღერისგან შედგება… თითქმის ყველა სიმღერა განახლებულია და ჩვენი ძირითადი რეპერტუარიდან სულ 2-3 სიმღერა იქნება – 20 და 21 ივნისს „ქართული ხმები“ კონცერტებს გამართავს

124
ქართული-ხმები

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრები სტუმრობდნენ, რომლებმაც 20-21 ივნისს დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრეს და მსმენელს ახალი პოპური „ყაყაჩო“ წარუდგინეს.

მოგვიყევით 20-21 ივნისს დაგეგმილ კონცერტებზე, რომლებიც „ფილარმონიაში“ შედგება. როგორია სამზადისი?

აქტიურად მიდის მუშაობა, ვემზადებით კონცერტებისთვის, რომლებიც ჩვენი აზრით, ძალიან საინტერესო იქნება მსმენელისთვის. ჩვენთვისაც დაუვიწყარი დღეებია. დაახლოებით, 2 თვეზე მეტია გრძელდება ეს რეპეტიციები და ძალიან საინტერესოა, აქტიური ჩართულობა მუსიკალურ შემოქმედებაში.

როგორია კონცერტის პროგრამა და რეპერტუარი?

ძველი სიმღერებიდან რამდენიმე, რაც ჩვენი სავიზიტო ბარათია, იქნება მინიმალური ცვლილებებით. უფრო მეტად საინტერესოა ახალი რეპერტუარი, რომელიც დიდ ბიჭებს ეძღვნებათ. მაგალითად, იქნება სიმღერა, რომელსაც გია ჭირაქაძე ახალგაზრდობაში მღეროდა, ასევე იქნება სიმღერები, რომელთაც ზაურ ბოლქვაძე, ანზორ ერქომაიშვილი მღეროდნენ. მათი შესრულებული სიმღერები ჩვენებური ხედვით, ოდნავ შეცვლილი, თანამედროვე შტრიხებით იქნება წარმოდგენილი.

10 წელზე მეტია, დიდი კონცერტი აღარ გვქონია და ძალიან საინტერესოა მუშაობის პროცესი.

ბევრი საინტერესო სიახლე ელის მსმენელს.

ბილეთების შეძენა biletebi.ge-ზე შეგიძლიათ.

კონცერტის პროგრამა დაახლოებით 20 სიმღერისგან შედგება. სრულიად განსხვავებული რაღაცები ხდება პროგრამაში. ეს ყველაფერი იმით არის საინტერესო, რომ თითქმის ყველა სიმღერა განახლებულია და ჩვენი ძირითადი რეპერტუარიდან სულ 2-3 სიმღერა იქნება.

ვისაუბროთ ნამუშევარზე „ყაყაჩო“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ერთი წლის წინ, კონცერტის იდეა რომ გაჩნდა, ახალ სიმღერებზე ფიქრი დავიწყეთ.

ამ სიმღერას ჩვენი დავით კიკაბიძე, ქართველი მსმენელისთვის ძალიან საყვარელი მომღერალი იწყებს, აგრძელებს კახა გრიგალაშვილი და შემდეგ, ნიაზ დიასამიძის სიმღერა უერთდება. სულ 3 სიმღერისგან შედგება ეს პოპური. ბოლოს, „ლურჯთვალა ოქროსთმიანი“ ემატება.

ქართული ხმები – ყაყაჩო (პოპური)

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ქართული ხმები – გამოაღეთ ფანჯრები

ქართული ხმები. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები