მომღერალი და მსახიობი კოსტა სანიკიძე, რომელიც 19 ნოემბერს, საკუთარ სახლში დაჭრეს, ამ ეტაპზე კონტაქტურია. მისი ჯანმრთელობის სტაბილურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიასთან ექიმმა ისაუბრა.
„ამ ეტაპზე პაციენტი კონტაქტურ-ადეკვატურია. იმყოფება პოსტოპერაციულ სივრცეში და უკვე დატოვებს მალე, იმიტომ, რომ მისი მდგომარეობა გვაძლევს ამის საშუალებას და გადავა საპალატე სივრცეში. მონაცემები სტაბილურია, ანალიზები ნორმის ფარგლებშია“, – განაცხადა ექიმმა.
ცნობისათვის, შემთხვევა 19 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, კოსტა სანიკიძე დედის თვალწინ, საკუთარ სახლში დაჭრეს. მსახიობს მუცლის არეში ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
ამავე თემაზე:
„გონზე მოვიდა, ძლიერი ხარ, ძლიერი“ – კოსტა სანიკიძის მეგობარი
„პასუხი უნდა აგოს იმ სადისტმა, ვინც კოსტას დაუშავა“ – ლენუკა ყიფშიძე კოსტა სანიკიძის დაჭრაზე