50 წლის პოპ-ვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი და 44 წლის ალექს როდრიგესი დაქორწინებას გეგმავენ, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო ქორწილი გადადეს.
ინსაიდერების თქმით, როგორც კი პანდემია გადაივლის, წყვილი ქორწილს იტალიაში გადაიხდის. ჯენიფერ ლოპესს არ სურს პომპეზური ქორწილის გადახდა, ის აპირებს ცერემონია ნათესავების ვიწრო წრეში გადაიხადოს.
https://www.facebook.com/177114908970670/videos/3010729915657190
თებერვალში ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის ქორწილში ჯენიფერის ყოფილი მეუღლე, მარკ ენტონიცაა დაპატიჟებული, განქორწინების შემდეგ წყვილი მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებს. ისინი 12 წლის ტყუპებს ზრდიან.
შეგახსენებთ, ლოპესის მსგავსად ქორწილი კეტი პერიმ, ორლანდო ბლუმმა და ემა სტოუნმაც გადადეს.
ემა სტოუნმა ქორწილი კორონავირუსის გამო გადადო
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ემას ჯერჯერობით არ გაუკეთებია, ასე რომ, უცნობია, რა ვადით გადაიდო ვარსკვლავური წყვილის ქორწილი