LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდს სცოდნია ჰალუცინაციები, რაც მოვედი ხან საბავშვო ბაღში ვარ 4 წლის თამუნა, 2 პავიდლოიან ცხელ ბულკს ვითხოვ ჩაწყობით…: თამუნა თანდაშვილი

118
234442701-232580628776293-5936142347657461387-n

„ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი ორ კვირაზე მეტია კორონავირუსით არის ინფიცირებული და მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის.

როგორც თანდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, კორონავირუსს ჰალუცინაციები სცოდნია, რის გამოც „ხან საბავშვო ბაღში არის 4 წლის თამუნა და 2 პავიდლოიან ცხელ ბულკს ითხოვს ჩაწყობით, ხან უმკაცრესი დედლაინი აქვს და მეილები ავიწროვებენ, საკურსოც დასაწერია და ტელეფონს არ იღებს კურსელი“.

თამუნა თანდაშვილი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

თამუნა თანდაშვილი: “37 წლის მე, 65 წლის ვულკანი ქალი ინეზა და სასულიერო პირი მამაო, ერთად ვცდილობთ გადარჩენას”

„მე ფილტვის დაზიანება 19 მაქვს, ინეზას 20, მამაოს 18

კოვიდს სცოდნია ჰალუცინაციები, რაც მოვედი ხან საბავშვო ბაღში ვარ 4 წლის თამუნა, 2 პავიდლოიან ცხელ ბულკს ვითხოვ ჩაწყობით, ხან უმკაცრესი დედლაინი მაქვს და მეილები მავიწროვებენ, საკურსოც დასაწერია და ტელეფონს არ იღებს კურსელი…

ექიმს ავიაიციის სპეციალისტი ვგონივარ და როგორი სათქმელია რომ ბაღში ვარ და ლექსებს ვსწავლობ….

ვიტანჯები ფარულად და აშკარად, და ინეზას ვუმხელ დროში მოგზაურობების შესახებ. ხარხარებს კეთილი ინეზა, ეგ რა არი მე ყოველ დილით დოლგარმონით ქეიფი მინდა, ჩანაწერი არ დდამანახო! ცოცხალი შესრულება მარტოო!

რა კაი პალატა ვართ, 4 წლის ბაღის აღსაზრდელი ბუშტებით, პანდებით დღესასწაულეით და 65 წლის სუფრის დარდიმანდი

მამაო აორმაგებს ლოცვებს, ისეთი რეანიმაციის საკულტო დასი შეხვდა!

გუშინ სავარცხელი მოატანინა ინეზამ, თმა უნდა ავიწკიპოო, მე მაგაზე ნაკლები ვარ? არიქა თანდაშვილები ვაფრინე “ჩოთქი” !

ვწევართ ახლა თავ გადავარცხნილები – წიქარას ზღაპარში ვართ, მოვიქნევთ ახლა სავარცხლებს და ჟანგბადის ტალღა დაგვეწევა და აგვივსებს დაფუფქულ ფილტვებს

მიბრუნდება გაქცეული იუმორი და დიდი მადლობა რამდენი უცნობი ადამიანი მწერთ რომ აიცრებით, რა კარგი ხალხი ხართ

სიკვდილი ისეთი კომიკური და სიცოცხლე ისეთი ნახევარწამიანია კოვიდთან ომში, თქვენი აცრები გვჭირდება მე ინეზას და მამაოს, დაგვანებულ ოროსნებს. თუ გაიზრდებიან პაციენტები, ვეღარ მოგვივლიან სიკვდილის დარაჯები

გთხოვთ, იჩქაროთ, დანაღმულია ქვეყანა“, – წერს თანდაშვილი.

„დაფრიალებენ შავი პარკები, რეანიმაციებში კივიან აპარატები, ყველას სუნთქვა უნდა… სიცოცხლეც რა ცოტა ყოფილა“- თამუნა თანდაშვილი

თამუნა თანდაშვილი: „ვიბრძვი გადარჩენისთვის! რეანიმაციაში არიან უმეტესწილად აუცრელი პაიენტები!..“

თამუნა თანდაშვილი: „ჯერჯერობით ისევ რეანიმაციაში ვარ… მთელი სავადმყოფო ახველებს, ბოროტ მულტფილმებში რომ ქუხს შენობები და ზანზარებს…“

თამუნა თანდაშვილი: „სამწუხაროდ, მეორედ მაქვს კოვიდი… რომ იცოდეთ, რეანიმაციაში რამდენი ადამიანი იბრძვის გადარჩენისთვის, ერთ წამს არ დაკარგავთ აცრის გარეშე!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g