LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრაკოვში უცნობებთან საკონტაქტო სკამები დადგეს

56
priscilla-du-preez-4babc9tmbjc-unsplash

კრაკოვის ქუჩებში დადგეს სკამები, რომელიც უცნობ ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაციაში უნდა დაეხმაროს.

„სასაუბრო“ სკამის ცნობა შეფერილობის მიხედვითაა შესაძლებელი – სკამის კიდეები მწვანე ფერშია შეღებილი. მათზე ასევე განთავსებულია სპეციალური ტაბლოები, სადაც ქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს დაჯდომას და რომელიმე გამვლელთან საუბრის დაწყებას სთავაზობენ.

ახალი სკამები ხალხს სოციალური ცხოვრების მოწესრიგებაში უნდა დაეხმაროს, განსაკუთრებით კი მათ ვინც მარტოობას განიცდის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ევროკავშირიც აქტიურად მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მსგავსი სკამები შვედეთშიც დადგეს, ნიდერლანდების სუპერმარკეტებში კი „საჭორაო“ სალაროები დაამატეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები