„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა, ლეგენდარულმა კრიშტიანო რონალდომ ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ჯორჯიანა როდრიგესს ხელი სთხოვა. რონალდომ ჯორჯიანას ცოლობა წვეულების მსვლეობისას შესთავაზა, რომელიც ვარსკვლავმა სპეციალურად ამ ღირსშესანიშნავი მომენტისთვის გამართა.
აღსანიშნავია, რომ საღამოზე წყვილის ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. ჯორჯიანა, რა თქმა უნდა, საყვარელ მამაკაცს დათანხმდა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, გამართავს თუ არა წყვილი ქორწილს.
შეგახსენებთ, კრიშტიანო და ჯორჯიანა ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან. ისინი ოთხ შვილს ზრდიან, რომელთაგანაც 3 სუროგატმა დედამ გაუჩინა.



ცნობისთვის, 3 თვის წინ „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების 35 წლის ვარსკვლავი მსოფლიოში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კარიერის განმავლობაში მილიარდი დოლარი იშოვა.
