„ბინდის“ ვარსკვლავი, კრისტენ სტიუარტი რჩეულზე, დილან მაიერზე დაქორწინდა. ცერემონია ლოს-ანჯელესში, მექსიკურ რესტორან, Casita del Campo-ში გაიმართა.
გამორჩეულ დღეს 35 წლის კრისტენმა და 37 წლის დილანმა არჩევანი სადა სამოსზე გააკეთეს. გოგონებს მინი კაბები ამშვენებდათ და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.
ცნობისთვის, გასულ წელს სტიუარტმა პოდკასტში განაცხადა, რომ მან და დილანმა კვერცხუჯრედები გაყინეს. ასე რომ წყვილი მშობლობისთვის ემზადება.
„კი შესაძლებელია, ჩვენ სრულ მზაობას ვაცხადებთ. ისეთი უცნაური რაღაცები გავაკეთეთ… ჩვენ კვერცხუჯრედები გავყინეთ“.
ცნობისთვის, წყვილი ერთმანეთს უკვე 4 წელზე მეტია ხვდება.
„ჩვენ კვერცხუჯრედები გავყინეთ“ – კრისტენ სტიუარტი და მისი რჩეული მშობლობისთვის ემზადებიან
ფოტო: „წლის კოცნა“ – კრისტენ სტიუარტი წითელ ხალიჩაზე გულისსწორთან ერთად გამოჩნდა










