“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ყოველ დღე 300 გრამს იკლებს, რაც მის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
“მიხეილ სააკავშვილი უნდა გადარჩეს. ახლა საკითხი დგას მის გადარჩენაზე და მას ნუ მოვთხოვთ, რომ ჩართული იყოს პოლიტიკურ პროცესებში. ნუ გაგიკვირდებათ, რომ შიდა კინკლაობაში არ ერევა.
მძიმედ არის, კვდება კაცი. ყოველდღე 300 გრამს იკლებს.
” მიხეილ სააკავშვილი ყოველ დღე 300 გრამს იკლებს, ახლა ექიმს არ უშვებენ ლიცენზიას არ აძლევენ ეს მათხოვრები, ეს ნაძირლები, საქართველოს პრეზიდენტი უნდათ, რომ ჩამოდნეს და მოკვდეს” – გიორგი ბარამიძე
Posted by TV პალიტრანიუსი – TV PalitraNews on სამშაბათი, 20 სექტემბერი, 2022
ახლა ექიმებსს არ უშვებენ ლიცენზიას არ აძლევენ ეს მათხოვრები, ეს ნაძირლები, საქართველოს პრეზიდენტი უნდათ, რომ ჩამოდნეს და მოკვდეს. ამას აკეთებენ ესენი და ვიღაც ინტრიგანი და მოღალატეები ითხოვენ, რატომ არ აკეთებს ყოველდღე კომენტარებს მიმდინარე მოვლენებზეო. ამ ბინძურ საუბრებს ყველამ თავი დაანებოს” – ამბობს გიორგი ბარამიძე.