LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კვება, წყალი, სიყვარული და ერთობა, არ შეიცვლება.. ერთ დღეში, 150 ათასს ლარზე მეტი ჩაირიცხა“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი

241
ნანუკა ჟორჟოლიანი

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მესამე მოსმენით მიღებას თბილისში კვლავ აპროტესტებენ.

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი აქციაში მონაწილეობის მსურველებისთვის ინფორმაციას ავრცელებს,

„ერთ დღეში, 150 ათასს ლარზე მეტი ჩაირიცხა. მიყვარხართ! განახლებული და დეტალური ფინანსური ინფორმაცია აპინულია “..

„მზეც გამოვიდა. ასე დიდი ხანია არაფერი გამხარებია. საწვიმრები აღარ დაგვჭირდება.
ფონდი, დღეიდან სრულად გადაერთვება რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანაზე და რეგიონებში დაგეგმილი აქციების დახმარებაზე.
ვისაც გსურთ ჩამოსვლა ამ პოსტის ქვემოთ მომწერეთ.
აუცილებელი პირობებია.
პატარა მანქანის შემთხვევაში უნდა იყოს 4 ადამიანი.
სამარშრუტო ტაქსის შემთხვევაში მინიმუმ 8.
მგზავრების პირადობები გვინდა წინასწარ და ვიდეო გზიდან .რაც უფრო კრეატიული და ხალისიანი იქნება ვიდეო, მით კარგი.
და ბოლოს, ქვითარი.
ასევე, გავაგრძელებთ.
ფიზიკურად დაზარალებული ადამიანების ფინანსურ უზრუნველყოფას.
კვება, წყალი, სიყვარული და ერთობა, არ შეიცვლება“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ნანუკა ჟორჟოლიანი: სამწუხაროდ მე ვიცნობ ბატონ ხარებას.. სპეცრაზმელები, რომ შენი შვილის ასაკის გოგოებს თმით ათრევენ, დედებს გვაგინებენ, სახეში დამიზნებით სპრეის გვასხამენ, შენი ბრძანებაა.. ვიფიცებ დედის სულს, ყველა ამ ბავშვის ჯიბრს ვიყრი შენზე

პოპულარულები