კვირის დასაწყისი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს, რადგან 3 მარტი სავსემთვარეობისა და მთვარის დაბნელების პერიოდს ემთხვევა. დაბნელების პიკი დაახლოებით 15:35 საათზე დაფიქსირდება. ეს დღე დაძაბულ ენერგეტიკულ ფონთან არის დაკავშირებული და შესაძლოა კონფლიქტების, ემოციური არასტაბილურობისა და შეცდომების დაშვების რისკი გაზარდოს. ამიტომ მთელი დღე გაატარეთ მშვიდად, მოერიდეთ სარისკო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, ახალ ურთიერთობებსა და პროვოკაციებზე რეაგირებას.
თუ 3 მარტს გამოვრიცხავთ, კვირის დანარჩენი დღეები შედარებით პოზიტიური ტენდენციებით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ მარტის თვე მთლიანობაში შედარებით ხელსაყრელ ენერგეტიკულ ფონზე გადადის, რაც ურთიერთგაგებისა და პოზიტიური განწყობის ზრდას შეუწყობს ხელს.
ვერძი – ენერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება, ამიტომ ზედმეტი გადაღლა არ არის სასურველი. იმუნიტეტი და ფსიქოემოციური მდგომარეობა შედარებით სუსტდება, ამიტომ ორგანიზმს მეტი დასვენება სჭირდება. მოერიდეთ ახალ და სარისკო წამოწყებებს, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმიანობით და ეცადეთ დაასრულოთ ძველი საქმეები. ეს პერიოდი ხელს უწყობს საკუთარ თავზე ზრუნვას და პირადი რესურსების აღდგენას.
კურო – საკმაოდ კარგი პერიოდია. იწყება ცვლილებებისა და განახლების დრო, როგორც ვიზუალურ-გარეგნულ, ისე საქმიან და ურთიერთობების სფეროში. შესაძლებელია ახალი კონტაქტების ჩამოყალიბება, თანამშრომლობის პერსპექტივების გაჩენა და საინტერესო იდეების რეალიზაცია. სპონტანურობა და სიახლეებისადმი მზადყოფნა თქვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება.
ტყუპები – ენერგოტონუსი იკლებს, ამიტომ გადაღლა არ არის სასურველი. ემოციური მდგომარეობა და ჯანმრთელობა საჭიროებს ყურადღებას, განსაკუთრებით 3 მარტს. კვირის სხვა დღეები შედარებით სტაბილურია. შესაძლებელია კარიერული წინადადებების გაჩენა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. მოერიდეთ მოუფიქრებელ გადაწყვეტილებებს და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია.
კირჩხიბი – კვირა ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელია თქვენთვის. ენერგია მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება და ახალი შესაძლებლობები ჩნდება. გაიზრდება მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან, რაც ხელს შეუწყობს პოპულარობასა და გავლენის ზრდას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ახალი პერსპექტივების დასაწყებად.
ლომი – მოერიდეთ ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას. ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ სჯობს დაასრულოთ დაწყებული საქმეები. სასურველია ინდივიდუალური პროექტებით დაკავდეთ. შესაძლებელია ფინანსური საკითხების მოწესრიგება, თუმცა საიდუმლოს დაცვა მნიშვნელოვანია წარმატების შესანარჩუნებლად.
ქალწული – ენერგოტონუსი მაღალია და ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება. შესაძლებელია პარტნიორების მხრიდან საინტერესო წინადადებების მიღება. კარგი პერიოდია როგორც სასიყვარულო, ისე საქმიანი ურთიერთობებისთვის. დიპლომატიური და კომპრომისული მიდგომა წარმატების შანსებს გაზრდის.
სასწორი – 3 მარტის გარდა კვირის სხვა დღეები შედარებით ხელსაყრელია. ენერგია ნელ-ნელა იკლებს, ამიტომ გადაღლა არ არის სასურველი. კარიერული განვითარება შესაძლებელია, თუმცა საჭიროა ზომიერება ამბიციებში. შესაძლოა გამოჩნდნენ მკაცრი, მაგრამ მნიშვნელოვანი მფარველი პარტნიორები, რომლებიც პროფესიულ წინსვლაში დაგეხმარებიან.
მორიელი – 3 მარტის შემდეგ განსაკუთრებით პოზიტიური პერიოდი იწყება. მატულობს სულიერი, ფიზიკური და შემოქმედებითი პოტენციალი. ძლიერდება ინტუიცია და ინტერესები ფილოსოფიური და კოსმიური საკითხებისადმი. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის.
მშვილდოსანი – ენერგოტონუსი შედარებით მცირდება, ამიტომ მეტი დასვენებაა საჭირო, თუმცა კვირა მაინც პოზიტიურია. შესაძლებელია ფინანსური საკითხების მოგვარება და ახლობლების მხარდაჭერის მიღება. ოჯახის წევრების თანადგომა სტაბილურობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
თხის რქა – აქტიური და ნაყოფიერი პერიოდია. ენერგია მატულობს, ჯანმრთელობა მდგრადია და შრომისუნარიანობა იზრდება. კარგი დროა სწავლისთვის, მოგზაურობისთვის და მრავალფეროვანი კონტაქტებისთვის. პარტნიორული თანამშრომლობა სასიკეთოდ წარიმართება.
მერწყული – ენერგოტონუსი ოდნავ მცირდება, თუმცა კვირის უმეტესი ნაწილი პოზიტიურია. შესაძლებელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და გარკვეული კომპენსაციის მიღება. კარგი პერიოდია დამატებითი პასუხისმგებლობების აღებისთვის და იდეების რეალიზაციისთვის.
თევზები – 3 მარტის გამოკლებით კვირა თქვენთვის ხელსაყრელია. ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა და ფსიქოემოციური მდგომარეობა უმჯობესდება. იზრდება შარმი და ქარიზმა. კარგი დროა პროფესიული განვითარებისა და ახალი სფეროების შესწავლისთვის.
გეომაგნიტური დღეები: 2, 3, 5 და 8 მარტი.