LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კვლავ ხელთათმანები“ – ჯეი ლო მალავს, რომ ქორწინების ბეჭედი აღარ უკეთია

282
page

გუშინ, პარიზში,  Vogue World-ის ღონისძიებაზე ჯეი ლომ კვლავ მოახერხა წითელი ხალიჩის დაპყრობა. ამ დღეს 54 წლის არტისტს კრემისფერი კაბა ამშვენებდა და არც შესანიშნავ განწყობას უჩიოდა. ჯერჯერობით არ ვიცით, ატარებს თუ არა ჯეი ლო კვლავ ქორწინების ბეჭედს, რადგან მას შავი ხელთათმანი ეკეთა, თუმცა, აი ბენ აფლეკმა კი ის უკვე მოიხსნა.

„ისე გადამიღე, მიხვდეს, რას კარგავს“ – ჯეი ლოს გაბრწყინება ბენ აფლეკის გარეშე და შავ ხელთათმანში დამალული ქორწინების ბეჭედი

ფოტოებში, რომელიც არტისტმა გაავრცელა, ის ალტერნატიული ლუქით პოზირებს. მას ნაცრისფერი ქვედაბოლო და თეთრი პერანგი ამშვენებს, მის იმიჯს კი ვუალი და კვლავ შავი ხელთათმანი ასრულებს. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა მედიაში მორიგი განხილვის საგანი.

„კვლავ ხელთათმანები“, „არ სურს, რომ მსოფლიომ გაიგოს, რომ მას ქორწინების ბეჭედი აღარ უკეთია“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბენ აფლეკი ლოს-ანჯელესში, ბეჭდის გარეშე გადაიღეს.

ვიდეო: ჯეი ლოს იტალიური ვოიაჟით უკმაყოფილო ბენ აფლეკი ქორწინების ბეჭედს იხსნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები