LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: სიყვარულში ყველაზე ბედნიერები მილენიალები არიან

104
ქირიას NEWS შაბლონი (1)

სიყვარულში ყველაზე კმაყოფილ და ბედნიერ თაობად მილენიალები დასახელდნენ. ამის შესახებ სააგენტო Digital nations იუწყება, კვლევით კომპანია Ipsos-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

კვლევის მიხედვით, გამოკითხული მილენიალების 65% აცხადებს, რომ კმაყოფილია საკუთარი სასიყვარულო და სექსუალური ცხოვრებით. შედარებისთვის, X თაობაში ეს მაჩვენებელი 59-60%-ს შეადგენს, ხოლო Z თაობაში – 57%-ს.

ამავე დროს, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თავს შეყვარებულად და სიყვარულით გარემოცულად მიიჩნევენ, თითქმის ყველა თაობაში თანაბარია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მილენიალების შედარებით მაღალი მაჩვენებელი შეიძლება უკავშირდებოდეს სტაბილურ ურთიერთობებზე კონცენტრაციას და ემოციური კომუნიკაციის მნიშვნელობის ზრდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები