LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: უფერულდება თუ არა სექსუალური ცხოვრება წლების მატებასთან ერთად

95
650x350-15-reasons-you-should-have-sex-now-slideshow

არ დაიჯეროთ, რომ სექსი ასაკთან ერთად უფერულდება. როგორც ბრიტანელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ურთიერთობები და სექსი ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

საინტერესო აღმოჩენები:

• გამოკითხულთა უმრავლესობა (51%) სექსუალური ცხოვრებით ძალიან კმაყოფილია (კაცები – 52%, ქალები – 49%).
• 31% სექსუალური კმაყოფილების მხრივ ნეიტრალურ გრძნობებს განიცდის.
• 60% მკაცრადაა დარწმუნებული იმაში, რომ სექსუალური აქტივობა ურთიერთობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
• 84% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სექსი მხოლოდ ახალგაზრდებისთვისაა.
• საშუალო ან უფროსის ასაკის ცდისპირთა უმრავლესობა სექსუალურად აქტიურია.
მონაწილეთა ყოველკვირეული სექსუალური აქტივობა ბოლო 6 თვის განმავლობაში:
• კოცნა ან ჩახუტება: 69%.
• შეხება:53%.

საინტერესოა, რომ ყოველი 3 მონაწილისგან ორი დაქორწინებულია ან მუდმივი პარტნიორი ჰყავს. უმრავლესობას (85%) უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პარტნიორი არ შეუცვლია.

უკეთესი ჯანმრთელობა, უკეთესი სექსუალური ცხოვრება
კითხვაზე, თუ რას შეუძლია სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესება, ნომერ პირველი პასუხია – უკეთეს ჯანმრთელობას. შემდეგ ადგილებს უკეთესი ურთიერთობები, მეტი თავგადასავალი და ახალგაზრდა პარტნიორი იკავებს.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესება ტრადიციული ხედვების შეცვლას და ახალი პრაქტიკების გამოცდასაც შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები