ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაიცვალა 70 წლამდე კაცი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც.
შემთხვევა ლაგოდეხი-წნორის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
