LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ბუღაძე: “ჩვენი პოლიტიკური გარუსება აქ ადვილად არავის გამოუვა, ეს ყველამ უნდა იცოდეს”

167
ლაშა-ბუღაძე-1920x1136

“ჩვენი პოლიტიკური გარუსება აქ ადვილად არავის გამოუვა,” – ამის შესახებ მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბუღაზე აღნიშნავს, “მუდმივად გვტესტავენ და ჩვენც, საზოგადოებაც, როგორც შეგვიძლია, მუდმივად ვაბარებთ ამ ტესტს ანტირუსულობაზე”.

“ყველა, ვინც რუსულად ლაპარაკობს, არ არის პუტინისტი და დამპყრობელი (ნახევარი უკრაინაც რუსულად ლაპარაკობს), არც რუსი ტურისტია ეგზისტენციალური პრობლემა და მით უმეტეს არც პუტინის რუსეთიდან გამოქცეული ადამიანი, პრობლემაა რუსული 90-იანების კაცის, ივანიშვილის არსით, მენტალიტეტით და პუტინიზმთან ვალდებულებებით მიბმული მმართველობა. ანტიევროპული და ანტიქართული, ყველა მისი გამოვლინებით.

“ქართული ოცნება” კი ბოლოს რეალურ ანტირუსულ წინააღმდეგობის მოძრაობას მიიღებს საქართველოს მოსახლეობისგან.

მუდმივად გვტესტავენ და ჩვენც, საზოგადოებაც, როგორც შეგვიძლია, მუდმივად ვაბარებთ ამ ტესტს ანტირუსულობაზე – 20 ივნისით დაწყებული, უკრაინის თუ თუნდაც აგერ “დედაენის ბარის” მხარდაჭერით. ჩვენი პოლიტიკური გარუსება აქ ადვილად არავის გამოუვა. ეს ყველამ უნდა იცოდეს,” – წერს ლაშა ბუღაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები