რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია რუსთაველის თეატრის მსახიობი, ლაშა ჯუხარაშვილი.
დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, ბავშვობიდანვე გსურდა მსახიობობა?
აბიტურიენტობის დროს გადავწყვიტე მსახიობობა. ის სურვილები, ველოსიპედით მემოგზაურა მსოფლიოს გარშემო, ექიმობა და კიდევ ბევრი სხვა რამ, ერთ პროფესიაში გავაერთიანე. ძიების პროცესი გრძელდება. აღმოჩენები თეატრმა ცხოვრების სტილად აქცია. მინდა ვთქვა, რომ უნივერსიტეტამდე „ბერიკებში“ ვსწავლობდი. აგრეთვე ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში. სწორედ იქ ჩამოყალიბდა უამრავი მსახიობი. ჩემი განათლების პროცესში მთელი ჩემი ოჯახი იყო ჩართული.
პირველი წარმატება…
ცნობადობას რაც შეეხება, სერიალიდან დაიწყო – „ჩემი ცოლის დაქალებიდან“. მუდამ იყო დიდი ჭიდილი, ახლაცაა. რასაც ვაკეთებდი, არ იყო მაინცდამაინც მუდამ შედეგისთვის. სულ ვფიქრობ, არის თუ არა ეს პროფესია ჩემი, კითხვები აუცილებლად უნდა დაისვას. იყო პერიოდი, როცა წარმატებების მიღწევის პროცესს არ ვაქცევდი დიდ ყურადღებას, თავქარიანად ვუყურებდი. საკმაოდ გვიან დავიწყე ამ პროცესის დაფასება. რუსთაველის თეატრი ჩემთვის არის დიდი ენერგიების გაცვლის ადგილი. ჩემი ენერგიის წყარო აღმოჩნდა რუსთაველის თეატრი, რთულია, მას სამსახური დავარქვა. მე-11-ე წელი დაიწყო, რაც აქ ვარ, ისეთი ადამიანები მიდგანან მხარში.
შენ და პოპულარობა…
პირველი იყო სერიალი „გოგონა გარეუბნიდან“. 19 წლის ვიყავი, მეტროთი დავდიოდი ხოლმე და მზერით ვიგრძენი, რომ უკვე ხალხი მცნობდა. დიახ, ეს იყო სასიამოვნო, საპასუხისმგებლოც იყო, ბევრი რამ შეცვალა, პოპულარობა გარკვეულ ჩარჩოებში გაქცევს ადამიანს, რომლისგანაც გაქცევა რთულია.
შენ მოხვდი მოროშკინას წიგნის – „მამაკაცის სურნელის“ გარეკანზე…
ეს არ იყო მხოლოდ მისი, ერთად დავწერეთ, საინტერესო პერიოდი იყო. ზოგადად, ჩემი სტუდენტობა მრავალფეროვანი და კარგი იყო.
მცირე ხნის წინ, შენი და იპოვე…
ვალერია გერმანიაში ცხოვრობდა. ვერ ვნახულობდი მას. ჩემმა მეუღლემ საჩუქარი გამიკეთა და ბილეთები მიყიდა. ამ წლის მარტში შევხვდი პირველად ჩემს დას. ის ახლა 19 წლისაა. სულ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ, უბრალოდ, გარემოებების გამო ვერ შევხვდით ერთმანეთს, შეხვედრამ გაამართლა იმედები. მივწერე, ბერლინში ვარ და თუ სურვილი გაქვს, ჩამოდი-მეთქი, ბოლოს მე ჩავაკითხე.
დავაგვიანეთ, ზუსტ დროს არ მივსულვარ და შორიდან დავინახე…
როგორია ლაშა ოჯახში?
როცა შვილი შეგვეძინა, ძალიან ჩართული ვიყავი, ძიძა არ გვყავდა, თავად ვზრდიდით. პროფესიას დიდი დრო მიაქვს, თუმცა ერთად ყოფნას მაინც ვახერხებთ.
და ბოლოს რა სიახლეებია შენს პროფესიაში?
რუსთაველის თეატრში ახალი სეზონი დაიწყო. უკვე ჩატარდა რამდენიმე სპექტაკლი. წინ ბევრი პრემიერა გველოდება. რეპეტიციები გვაქვს ახლაც რობერტ სტურუასთან, ძალიან რთულ თემას, „ვეფხისტყაოსანს“ შევეჭიდეთ, ვნახოთ, რა გამოვა.