LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლაზა, მამი, შევაკვდები ამ რუსეთუმე მთავრობას, აუცილებლად შენ გარეთ იქნები“ – ლაზარე გრიგორიადისის მამა

294
Untitled design

ე.წ მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, შვილის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა 

ბექა გრიგორიადისი წერს, რომ ლაზარე „აუცილებლად გარეთ იქნება“.

„როცა ვფიქრობ, როგორ უთენდება დღე და უღამდება იმ ოთხ კედელში ჩემს შვილს, უფრო და უფრო, რაც დრო გადის, გული მეწვის.

მე არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ამ ბოღმას გულში, იტყვიან – სხვას შვილები უკვდება და შენ ცოცხალი მაინც გყავსო და მალე გამოუშვებენო, ბევრი მამხნევებს.

არა, ხალხო, მე შვილი ციხისთვის არ მომივლენია ამ დუნიაზე, ის მოვავლინე იმისთვის, რომ ცხოვრებით დატკბეს და იხაროს, ყოველთვის შეგვეძლო ევროპაში გადაცხოვრება, მაგრამ არა, საქართველოში დავრჩით, იმიტომ, რომ ჩვენი სამშობლო საქართველო გვიყვარს, აი, ახლა კიდევ მეტყვიან: აი, შენი საყვარელი საქართველო, გაგიმწარა თუ არა ცხოვრებაო?

როგორ ფიქრობთ, ხალხო, საქართველო და ქართველი ერი გაწირავს ბერძენ ვაჟკაცს, რომლის სამშობლოც საქართველოა?

ლაზა, მამი, შევაკვდები ამ რუსეთუმე მთავრობას, აუცილებლად შენ გარეთ იქნები“, – წერს ლაზარე გრიგორიადისის მამა სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, 7, 8 და 9 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით, ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს.

ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

ამავე თემაზე:

„დროას“ წევრი არ არის, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ“ – რა ვიცით აქციის მონაწილე 21 წლის ბიჭზე, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს 

ლაზარე გრიგორიადისის მამა: ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს – ბოლომდე ვიბრძოლებ ხალხთან ერთად 

ჯაფარიძე გრიგორიადისზე: „ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-იდან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ“

„ციხეში მხოლოდ იმიტომ უშვებენ, რომ „ოცნებას“ ხელიდან გამოგლიჯა მისი სამშობლო, რომელსაც არუსებდნენ – თუ ამ მოზარდს გაწირავენ აქციები უნდა დავიწყოთ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g