LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლაზარეს და მართას დაბადების დღეზე არასდროს ჩაუქრიათ სანთელი… ისეთი ლამაზი დაბადების დღე გადავუხადოთ, როგორი ლამაზებიც თვითონ არიან“ – სანდრო ელოშვილი უსაყვარლეს და-ძმაზე წერს

425
სანდრო ელოშვილი

რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში უსაყვარლესი ქუთაისელი და-ძმის შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მათი დაბადების დღის აღსანიშნად საზოგადოების დახმარება სჭირდება.

როგორც სანდრო სოციალურ ქსელში წერს, „ლაზარე და მართა ყოველდღე შეიძლება გაღიმებულები ნახოთ, საკუთარი დაბადების დღის გარდა, რადგანაც ამ დღეს არასდროს მოსულან სტუმრად მათი მეგობრები და არასდროს ჩაუქრიათ სანთელი“.

„ეს ჩემი პატარა მეგობრები არიან ქუთაისიდან, 9 წლის ლაზარე და 8 წლის მართა, ულამაზესები, უთბილესები, უტკბილესები… ჩვენს შვილებთან ერთად, ხვალინდელი საქართველოს იმედი და მომავალი. ❤

ამ ქვეყანაში გაჭირვებით ვის გავაკვირვებთ, 90-ებში ჩვენც ასე გავიზარდეთ და ჩვენი ბავშვობა შეიძლება ცრემლებად და აუხდენელ სურვილებად ავაგროვოთ.

ლაზარე და მართა ყოველდღე შეიძლება გაღიმებულები ნახოთ, საკუთარი დაბადების დღის გარდა, რადგანაც ამ დღეს არასდროს მოსულან სტუმრად მათი მეგობრები და არასდროს ჩაუქრიათ სანთელი.

ლაზარეს და მართას ისეთი ლამაზი დაბადების დღე გადავუხადოთ, როგორი ლამაზებიც თვითონ არიან?!

ჩემო ქუთაისელებო, სტუმარ-მასპინძლობით და სიყვარულით გამორჩეულო ადამიანებო, ჩემო კარგო მეგობრებო, ლაზარეს 12 კლასელი ჰყავს, მართას 14… მოვძებნოთ ყველაზე კარგი ბავშვთა დაბადების დღის ცენტრი, ორი ტორტიც შევუკვეთოთ, მართასთვის და ლაზარესთვის…

სულ, სულ, სულ ბოლოს, სიყვარულით რომ გავიხსენებთ…

სულ, სულ, სულ ბოლოს, სიყვარულით რომ გაგვიხსენებენ…

ისეთ ამბავია!

ორი ანგელოზის ცხოვრებას რომ შევცვლით, ისეთი ❤

აბა, გავერთიანდეთ! ვისაც რა შეგვიძლია! პირველ რიგში ჩემო ქუთაისელებო, მომწერეთ, ადგილზე რომ დაგვეხმაროთ!

ანგარიშებს დავწერ… ზეგამდე რასაც მოვაგროვებთ! ❤

გავაზიაროთ რა! აუცილებლად გავაზიაროთ! ❤

#GE32TB7609945061600014 თი ბი სი

#GE54BG0000000161381454 საქ. ბანკი “, – წერს სანდრო ელოშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g