სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტამ ჟურნალი ELLE-ის დეკემბრის ნომრის გარეკანი დაამშვენა.
გარდა მისი საოცარი ლუქებისა და ექსპრესიული მოძრაობებისა, 33 წლის ვარსკვლავმა გულახდილად ისაუბრა მასსა და მის კოლეგა, ბრედლი კუპერის შესახებ, მისი სიტყვები ერგვარი აღიარება იყო, აღიარება, რომელსაც საზოგადოება დიდხანს ელოდა.
„მე და ბრედლი კუპერს გვსურდა, საზოგადოება ჩვენს რომანში დაგვერწმუნებინა, ჩვენი პერფორმანსი ,,ოსკარის” 91-ე დაჯილდოების ცერეონიალზეც სწორედ ამას ემსახურებოდა. ჩვენს შორის ქიმიას, სიმღერით Shallow კამერების გავლით ადამიანებამდე უნდა მიეღწია”, – აცხადებს ლედი გაგა
ვარსკვლავი Armani-ის Marc Jacobs-ის, Louis Vuitton-ის, და Schiaparelli-ს სამოსში პოზირებს. რაც შეეხება აქსესუარებს, მას Cartier-ის, Givenchy-ის და Tiffany & Co.-ს სამკაულები ამშვენებს.





