LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ლეგენდარული” – სელინ დიონის მოულოდნელ გამოჩენას Coldplay-ის კონცერტზე მქუხარე აპლოდისმენტები და ოვაციები მოჰყვა

163
photo-collage.png (10)

ყველასთვის ცნობილია, რომ სელინ დიონი ბოლო დროს იშიათად ჩნდება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, რისი მიზეზიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა ამ დღეებში, Coldplay-ის კონცერტი გამონაკლისი აღმოჩნდა.

57 წლის არტისტი ბენდის მიმდინარე ტურნეს პერფორმანსს ლას-ვეგასში, ოჯახის წევრების თანხლებით დაესწრო.

როგორც ჩანს, მუსიკოსმა შოუთი ძალიან ისიამოვნა, რადგან მან ქსელში ფანტასტიკური საღამოსთვის სამადლობელი პოსტი გამოაქვეყნა. დიონმა ინტერნეტში ფოტოებიც გააზიარა, რომლებზეც ჯგუფის ვოკალისტ, კრის მარტინთან ერთადაა აღბეჭდილი.

აღსანიშნავია, რომ ტრიბუნაზე მის გამოჩენას სტადიონის მქუხარე აპლოდისმენტები და ოვაციები მოჰყვა.

,,ლეგენდარული” – აღნიშნა მარტინმა სცენიდან.

შეგახსენებთ, რომ სელინ დიონს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება აქვს, რომლის ძირითადი სიმპტომი კუნთების უკონტროლოდ დაჭიმვაა. როგორც ცნობილია ,,გაშეშებული ადამიანის სინდრომი”, რომლის დიაგნოზი მას 2022 წელს დაუსვეს, სრულად არ იკურნება, თუმცა მკურნალობით მისი პროგრესირება ნელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები