LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელოს”, „სტრატეგია აღმაშენებლის” და ენმ-ის ომბუდსმენობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

56
Untitled design (1)

ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ სახალხო დამცველის 3 კანდიდატს დაასახელებს.

კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, პარტიები ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილის და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურებს წარადგენენ, მათ რეკომენდაცია არასამთავრობო სექტორმა გაუწია.

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარტიები არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს დაასახელებენ, არჩევის პროცესში კი სხვების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებსაც დააკვირდებიან:

„ოპოზიციამ შვიდი კანდიდატი უნდა დაასახელოსო, ეს სადმე წერია? „ლელოს“ აქვს ვალდებულება, რომ 7 დაასახელოს? გთხოვთ, მიბრძანდეთ თითოეულ სუბიექტთან და ჰკითხოთ, რამდენი კანდიდატის დასახელებას აპირებს, სამის დასახელებას ვაპირებთ, მინიმუმ, ჩვენ ვთქვით, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს დავასახელებთ და არჩევის პროცესში დავაკვირდებით სხვების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებსაც. ყველას აქვს თანაბარი უფლება და პასუხისმგებლობა, რომ საკითხი გადავწყვიტოთ სწორად“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის შეფასებით, მის ნდობას მხოლოდ 3 კანდიდატი იმსახურებს:

„ჩვენთვის ამოცანა არის, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები, დანარჩენს პროცესი გვიჩვენებს. არავის ვურჩევ, „ქართულ ოცნებას“ შეუვსოს ის ორი ხმა, რომელიც აკლია, თუ 2 ხმას შეუვსებს, ოპოზიცია აღარ ხარ.

რაც შეეხება 7 კანდიდატის დასახელებას, თაღლითური სქემა მოიგონეს, მე ხომ არ მომიგონია და არც მხარი დამიჭერია, რომ 7 უნდა დასახელდეს, თავის სატელიტები ხომ ჰყავთ, „სოციალისტები“ ჰყავთ, სხვები ჰყავთ, წარადგენინონ მათ კანდიდატები“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ამავე თემაზე:

ხვიჩია: ომბუდსმენად ჩემი არჩევის შემთხვევაში ვიბრძოლებ „კანონიერ ქურდების“ უფლებებისთვის

პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი მესამე მოსმენით მიიღო

ვინ შეარჩევს სახალხო დამცველის კანდიდატს – შემფასებელი კომისიის შემადგენლობა ცნობილია

სახალხო დამცველის კანდიდატებზე კომისიის შეფასება ცნობილია – ვის აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

magti 5g