ლენუკა ყიფშიძემ „თბილისელებს“ გულახდილი ინტერვიუ მისცა.
ერთ-ერთი საკითხი, რაზედაც ლენუკამ ისაუბრა, მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ მამის, ზურა ყიფშიძის დამოკიდებულება იყო.
ზურა არასდროს ჩარეულა ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში. ბუნებრივია, განიცდის ამ გარემოებას, მაგრამ იმდენი შვილიშვილი ჰყავს, რომ მათთან ურთიერთობაში გადააქვს ყველაფერი.
არასოდეს გეტყვის, აიწყვე შენი პირადი ცხოვრება, არ დაუშვა შეცდომებიო…
– ანუ არ გეუბნებათ, რომ მყარი ოჯახები უნდა შექმნათ ?
-მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს. ხუმრობით თუ მეტყვის, შენ გვერდით კაცი ხომ უნდა იყოს, რომ მშვიდად წავიდე ამ ქვეყნიდანო.
მე კი ვეუბნები, რომ ასეთი კაცი ჩემი შვილი ნიკუშაა. თავისი ნერვიულობის მიზეზების აფიშირება არ უყვარს, ყველაფერს მსუბუქად და ხუმრობით გამოხატავს.