სანტა-მონიკაში რიგით 47-ე, People’s Choice Awards-ის დაჯილდოება გაიმართა. „ხალხის რჩეული“ 57 წლის ქანთრი მომღერალი, შანაია ტვეინი გახდა, რომელმაც ჯილდოს მიღებამდე ჩვეული ენერგიითა და მუხტით მისი ცნობილი კომპოზიციების მიქსი იმღერა.
წითელ ხალიჩაზე შანაია ცეცხლოვანი „ლუქით“ გამოჩნდა, მას ხავერდის ქვედაბოლო ეცვა, რომელსაც მან ლეოპარდის პრინტიანი „ბრა“ და თავსაფარი შეუხამა.
ცნობისთვის, „გრემის“ მფლობელმა კანადელმა მუსიკოსმა, გასულ თვეს განაცხადა, რომ ახალ ალბომს, Queen Of Me გამოუშვებს, ალბომის პრემიერა თებერვალშია დაგეგმილი.
შანაია ტვეინი ახალ ალბომს Queen Of Me უშვებს და მუსიკალურ ტურნეს იწყებს
პრემიერა: შანაია ტვეინმა ახალ კლიპში, Legends Never Die, ცნობილი „ლუქი“ გაიმეორა