LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი: „უნგრეთთან მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში ხელს მოვაწერთ მემორანდუმს თანამშრომლობაზე ტექნოლოგიების, კვლევისა და ინოვაციების სფეროში“

352
ლევან დავითაშვილი

„უნგრეთთან განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა გაგვაჩნია, რომლის ფარგლებშიც ასევე გვაქვს სპეციალური ფორმატი – მთავრობათაშორისი სამიტი, რომელიც უკვე გაიმართა საქართველოში და ახლა კი განმეორებით სამიტს ვატარებთ ბუდაპეშტში. სამიტის ფარგლებში თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კონკრეტული შეთანხმებების მიღწევას ვგეგმავთ. ჩვენ ხელს მოვაწერთ ახალ მემორანდუმს, რომელიც შეეხება თანამშრომლობას ტექნოლოგიების, ინოვაციების და კვლევის სფეროში. ასევე ვისაუბრებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, საინვესტიციო მიმართულებებზე“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, მიმდინარე წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. „ეს კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ უნგრეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელება დაიწყოს და ასევე ვითანამშრომლებთ ტრანსპორტისა და გადაზიდვის სფეროებში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ეწერება დღევანდელი სამიტის ფარგლებში. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების, კვლევებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g