„გამოვკვეთთ, თუ რაიმე პრობლემა არსებობს და ვიზრუნებთ, რომ ეს ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს იმ ეკონომიკურ რეალობას, რაშიც საქართველოა“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა სურსათის ფასებთან დაკავშირებული პროცესების შემსწავლელ საკოორდინაციო კომისიაზე საუბრის დროს განაცხადა.
ლევან მახაშვილის თქმით, „ეს იქნება ძალიან საინტერესო, რამდენიმეთვიანი პროცესი, რომლის საბოლოო მიზანი ფასების შემცირებაა“.
„გამოვკვეთთ თუ რაიმე პრობლემა არსებობს ამ ფასების წარმოქმნაში და, რაც ყველაზე მთავარია, ვიზრუნებთ იმაზე, რომ ეს ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს იმ ეკონომიკურ რეალობას, რაშიც არის საქართველო.
ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს იყო მათი მოთხოვნაც და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებული ვართ, ეს საკითხი ბოლომდე შევისწავლოთ, გავასწოროთ, თუ რამეა გასასწორებელი საკანონმდებლო კუთხით თუ არსებული პრაქტიკით, გამოვიძიოთ, თუ რამეა გამოსაძიებელი – ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან საინტერესო, რამდენიმეთვიანი პროცესი, რომლის საბოლოო მიზანი არის ფასების შემცირება იმ მიმართულებებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აღელვებს ჩვენს მოსახლეობას და ყველა ჩვენგანს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
