LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან სანიკიძე: „მიშას ორი ბანერი თუ აშინებს, რომ ივანიშვილს ბრძოლაში ეს დაამარცხებს, მაშინ დატოვონ ქართული პოლიტიკა – ვეთანხმებით იმ ორ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს“

269
ლევან სანიკიძე და სალომე ზურაბიშვილი

„ვეთანხმებით იმ ორ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში არსებობს ბევრად მეტი მოლოდინი. პრეზიდენტის სიტყვაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ასახული შესაბამისი პასუხები, მოთხოვნები“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

აღნიშნულით სანიკიძე რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მესამე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.

სანიკიძის თქმით, კარგი იქნებოდა, თუ აქციაზე სიტყვით გამომსვლელთა სიაში ძალიან ბევრი ადამიანი იქნებოდა წარმოდგენილი.

„[ე.წ. კომისია] ისტორიის გარკვევას არ ემსახურება“ – სალომე ზურაბიშვილი

„მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ისევ შეკრებილი რუსთაველის გამზირზე, ერთად აღვნიშნეთ 31 მარტი, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. ეს არ არის ჩვეულებრივი თარიღი საქართველოს ისტორიაში. რაც შეეხება თავად სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას, ბუნებრივია, ჩვენ ვეთანხმებით იმ ორ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს.

ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში არსებობს ბევრად მეტი მოლოდინი, რადგან ბევრად მეტი დამატებითი საფრთხე გაჩნდა საქართველოში. ბოლო თვე-ნახევარში იმდენად დამძიმდა პოლიტიკური ველი, რომ პრეზიდენტის სიტყვაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ასახული შესაბამისი პასუხები, მოთხოვნები.

ასევე მიგვაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, თუ გამომსვლელთა სიაში ძალიან ბევრი ადამიანი იქნებოდა წარმოდგენილი, განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორი. ადამიანები, რომლებიც არიან 2008 წლის ომის ვეტერანები, რომლებიც თავიანთ სათქმელს იტყოდნენ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები.

ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც, საერთო ჯამში, ქმნის 31 მარტს, მათ შორის იმდროინდელი დეპუტაცია, მონაწილეები. სიტყვით გამოსვლის საშუალება უნდა ჰქონოდა უფრო მეტ ადამიანს“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დასმულ კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციების დროს ამაზე იყვნენ თუ არა შეთანხმებული, სანიკიძემ აღნიშნა:

„ამ შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის სიტყვა, ეს მისი სიტყვა იყო, ეს ოპოზიციის სახელით არ თქმულა. შემიძლია, ეს თამამად გითხრათ. რაც შეეხება იმას, მოვისმინეთ თუ არა რაიმე ახალი, ჩემი აზრით, საზოგადოების სამართლიანი გულისწყვეტა გამოიწვია იმან, რომ ვერაფერი სიახლე ვერ მოვისმინეთ. მაგალითად, პირობითად ეს სიტყვა 20 ნოემბერსაც რომ ეთქვა, მაშინ ბევრად რელევანტური იქნებოდა“.

ირაკლი ზარქუა: გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ „მადამ ფრანცუჟენკას“ გაუგებარი ინიციატივები – მე მგონი ამათ „ეკაიფება“

კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმაში იქნება თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ უკვე არიან წინააღმდეგობის პლატფორმაში.

„გვგონია, უკვე ვართ წინააღმდეგობის პლატფორმაში და „ქართულ ოცნებას“ 13 წელია, ვუწევთ წინააღმდეგობას. ამიტომ, აქეთ შემოგვიერთდნენ. სალომე ზურაბიშვილთან და ნებისმიერ აქტორთან, რომელიც იქნება მოტივირებული, ქვეყანაში დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, ვიქნებით მუდმივ კოორდინაციაში და მათთან კომუნიკაცია გვექნება, მაგრამ არ ვაპირებ, თავი მოვიკატუნო.

ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ ფორმატზე საუბარი და გუშინ გავიგეთ, რომ კიდევ თავიდან ყოფილა შესაქმნელი. არ ვიცი, ჩვენ გვგონია, რომ უკვე ვუწევთ წინააღმდეგობას ცალ-ცალკე. კარგი იქნება, თუ ერთად გავუწევთ“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

თინა ბოკუჩავა: ხვალიდან ბრძოლა სხვა ფაზაში გადავა

რაც შეეხება ტრიბუნის უკან, საიდანაც სალომე ზურაბიშვილი აქციაზე შეკრებილებს მიმართავდა, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით განთავსებულ ბანერებს, საკითხზე საუბრისას ლევან სანიკიძემ აღნიშნა:

„საქართველოში ასობით ათასი მოქალაქე და უფრო თუ ჩავუღრმავდებით, მხარდამჭერი, უკრაინის ხელისუფლება, დასავლეთი, ევროპარლამენტარები, შესაბამისი რეზოლუციები, სენატორები, კონგრესმენები აღიარებენ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას.

ეს არის ადამიანი, რომელსაც ასამართლებს სანქცირებული სასამართლო და მისი საქმეები შეკერილი აქვს ფარცხალაძეს, „ფეესბეს“ მოქმედ თანამშრომელს, რომელიც ამ მიზეზით სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.

ბუნებრივია, ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის საკითხი 25 წელია, არის მთავარი და განმსაზღვრელი – ან მისი მომხრეები არიან, ან მისი მოწინააღმდეგეები. ბიძინა ივანიშვილიც მხოლოდ ამ საკითხის გარშემო ახერხებს ოპერირებას. მიხეილ სააკაშვილს ჰყავს უამრავი მხარდამჭერი და ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ის არის პოლიტპატიმარი, სრული უფლება აქვთ, შესაბამისი ბანერი ჰქონდეთ წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე.

მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიას: სჯობს პირდაპირ დაკითხოთ „ეფ-ეს-ბე“-ს თავმჯდომარე და მედვედევი

რეაქცია, რაც ამას მოჰყვა, თითქოს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბანერი ხელს უშლის ქართული სახელმწიფოს განვითარებას, ჩვენ ამ მდგომარეობაში თუ ვართ, მაშინ სჯობს, შევეშვათ. ოპოზიციის რაღაც ნაწილი რასაც აკეთებს, ისტერიკას, მიხეილ სააკაშვილის ორ ბანერს თუ ვერ ერევიან ზოგი პარტიები და მათი წარმომადგენლები, ქართულ პოლიტიკაში ნუ იქნებიან.

მიშას ორი ბანერი თუ აშინებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ბრძოლაში ეს დაამარცხებს, მაშინ დატოვონ ქართული პოლიტიკა. ჩემი რჩევა იქნება მათთვის“. – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g