LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიეტუვა იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და საქართველოს ხედავს, როგორც გარდაუვალად ნატო-ს წევრს: გიტანას ნაუსედა

74
1

“ლიეტუვა ვალდებული რჩება და საქართველოს კვლავ გაუწევს პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს, როგორც გარდაუვლად ნატო-ს წევრს.” – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს ხვდება

გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მცდელობა, რომ უფრო ნაყოფიერი და ეფექტური დიალოგი გაგრძელდეს, ძალიან კარგი ნაბიჯია და თქვა, ჩაერთვებიან ინტერაქციაში, რათა ეს ევროკავშირის დღის წესრიგის პრიორიტეტი იყოს:

“თქვენი მიზანი, რომ 2024 წელს გააკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ეს არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელია. ვფიქრობ, ეს არის თქვენი გამბედაობის დემონსტრირება. შეხვედრაზე პრეზიდენტს გადავეცი ლიეტუვის მყარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

გუშინ ვიყავი ოკუპირებულ ტერიტორიებთან და მოვინახულე ადგილობირვი მოსახლეობა. ნამდვილად ჩანს ომის მტკივნეული შედეგები. ესაა თქვენი და ჩვენი გამოწვევა კვლავ. ლიეტუვა ვალდებული რჩება და საქართველოს კვლავ მიაწვდის პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს, როგორც გარდაუვლად ნატო-ს წევრს. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და ლიეტუვის დახმარებაზე ასოცირებული ქვეყნების მიმართ, რომლებიც იბრძვიან ევროკავშირის ინტეგრაციისთვის.

ვფიქრობ, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ასოცირებული ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მცდელობა, რომ უფრო ნაყოფიერი და ეფექტური დიალოგი იყოს. ჩავერთვებით ამ ინტერაქციაში, რომ ეს იყოს ევროკავშირის დღის წესრიგის პრიორიტეტი. მნიშვნელოვანია.” – თქვა ნაუსედამ.

ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მხარს უჭერს:

“ვუყურებ საქართველოს და მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ენერგიულად იღწვოდა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის. ჩვენი გზა არ იყო მარტივი, შედარებით უფრო ცოტა ხანი გაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი სტრატეგიული მიზანი და ჩვენს საზოგადოებაში ამაზე ეჭვი არ იყო. ვხედავთ, ასეთ მონდომებას ქართველ ხალხშიც. ამიტომ პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს.” – განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა გიტანას ნაუსედამ.

ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებები უფრო ვრცლად:

ლიეტუვა მზადაა საკუთარი გამოცდილება, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს ინტეგრაციის გზაზე დააგროვა, საქართველოს გაუზიაროს: გიტანას ნაუსედა

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რომ ჰყავს მყარი მეგობარი რთულ გზაზე – ზურაბიშვილის მიმართვა ლიეტუვის პრეზიდენტს

მივიღეთ დაპირება, რომ ლიეტუვა ვაქცინებით დაგვეხმარება: სალომე ზურაბიშვილი

თუ საქართველოში შიდა არეულობა იქნება, პრობლემები გადაუჭრელი დარჩება, ასეთ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება: გიტანას ნაუსადა

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევ მხარდაჭერას ვადასტურებ: ლიეტუვის პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g