კაფეები, ოფისები და ლიონის სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები სისტემა „ანჯელას სთხოვეთ“ შეუერთდნენ და მისი მიზანი ქუჩაში ადევნების მსხვერპლთა დაცვაა. სიახლის შესახებ Turkmen portal წერს.
თუკი ქალი ან მამაკაცი იგრძნობს, რომ მას ვიღაც აედევნა, შეუძლია ნებისმიერ ასეთ დაწესებულებაში შევიდეს და ანჯელას – გამოგონილ თანამშრომელს დაუძახოს. კოდური ფრაზის გაგონებისთანავე, ობიექტის პერსონალი მსხვერპლს სახლში მალულად და უსაფრთხოდ მისვლაში დაეხმარება.
დაცვის სისტემა „ანჯელას სთხოვეთ“ პირველად დიდ ბრიტანეთში 2016 წელს გაჩნდა. ლიონში კი ის ერთ-ერთ რაიონში უკვე დატესტეს.
სისტემაში ახლად დამატებულ ადგილებში სპეციალურ პლაკატებს გამოაკრავენ, თანამშრომლებს კი ტრენინგებს ჩაუტარებენ, რათა ქუჩაში ადევნების მსხვერპლთა დახმარება ასწავლონ.
დაწყებული 2018 წლიდან, საფრანგეთში ქუჩაში ადევნება 90-იდან 750 ევრომდე ჯარიმას ითვალისწინებს.