LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისა, დოჟა ქეთი და რეი ,,ოსკარების” სცენაზე ,,ჯეიმს ბონდის” საუნდტრეკებით წარდგნენ

140
photo-collage.png (6)

ლისა, დოჟა ქეთი და რეი 97-ე ,,ოსკარების” საპატიო სტუმრები იყვნენ. არტისტებმა, რომელთაც ცოტა ხნის წინ ერთობლივი სიმღერა – Born Again გამოუშვეს, ამჯერად მონაწილეობა ცალ-ცალკე, თუმცა საერთო პერფორმანსში მიიღეს.

სამმა ქალმა შემსრულებელმა წლის მთავარ კინომოვლენაზე, საკულტო ფრენჩაიზიდან – ,,ჯეიმს ბონდი” ყველა დროის საუკეთესო სიმღერები შეასრულა.

სანახაობა მარგარეტ ქუელის საცეკვაო ნომრით გაიხსნა, შემდეგ კი სცენაზე ლისა გამოჩნდა, რომელმაც შოუ სიმღერით – Live and Let Die განაგრძო. ლისა დოჟა ქეთმა სიმღერით – Diamonds Are Forever ჩაანაცვლა, ხოლო კულმინაციისას რეიმ Skyfall იმღერა.

წარმოდგენის ბოლოს, ტრიო აუდიტორიის წინაშე ერთად დადგა და მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

ცნობისთვის, ჯეიმს ბონდი — ინგლისელ მწერალ, იენ ფლემინგის რომანების პერსონაჟია, რომლის თავგადასავლების ეკრანიზაცია, 1962 წლიდან დაიწყეს. ფილმების სერიის ამ დროისთვის ბოლო, 25-ე ეპიზოდი, 2021 წლით თარიღდება. ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული შვიდი კინოსურათის მთავარი მუსიკალური თემა, მათ შორის Live and Let Die და Skyfall ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” კატეგორიაში, ,,ოსკარის” ნომინანტი და პრიზიორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები