55 წლის ლორენ სანჩესი განაგრძობს ქორწილისთვის მზადებას. მილიარდერ ჯეფ ბეზოსზე ქორწინებამდე, სანჩესი მდიდრულ წვეულებებს მასპინძლობს, რომელიც უკვე გასცდა ქორწილის წინა წვეულების ფორმატს. ამჯერად პარიზის სასტუმროში სანჩესმა კიმ კარდაშიანს, კეტი პერის, კრის ჯენერს და ევა ლონგორიას უმასპინძლა. ეს ოთხეული სანჩესის უახლოესი სამეგობროა.
მორიგი მდიდრული წვეულების ამსახველი კადრები სანჩესმა თავადვე გაავრცელა სოციალურ ქსელში და მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. წვეულებაზე სანჩესს ამჯერად თეთრი ფერის Murmur-ის ქვედაბოლო და ტოპი ევა, ხელში კი Judith Leiber-ის ჩანთა ეკავა. როგორც მედიაში წერენ, მდიდრული წვეულებები ყოველდღე გაგრძელდება.
ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის გრანდიოზულ ქორწილზე მიწვეული სტუმრების სია ცნობილია – ვის გაუმართლა




