ახალდაქორწინებული ლორენ სანჩესი პირველი საჯარო გამოჩენით გაბრწყინდა პარიზში, სადაც მან რამდენიმე ცნობილ მეგობართან ერთად საღამო გაატარა. მათ შორის იყვნენ ლეონარდო დიკაპრიო, შონ პენი, მოდელი ბრუკს ნეიდერი და სხვა ვარსკვლავები. ეს სანჩესისთვის პირველი გამოჩენა იყო მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაქორწინდა ჯეფ ბეზოსზე. „საუკუნის ქორწინებად“ წოდებულ ღონისძიებას სამი დღე გაგრძელდა და მას 200 ელიტარული სტუმარი დაესწრო. ქორწილის შემდეგ წყვილმა თაფლობის თვე კაპრიზე, კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის გარემოცვაში, იახტაზე გაატარა.
სამშაბათ საღამოს კი, 55 წლის მისის ბეზოსი ქმრის გარეშე გაემგზავრა პარიზში და მდიდრულ რესტორანში გამართული ვახშამი დიკაპრიოსა და სხვა ვარსკვლავებთან ერთად აღნიშნა. ლორენმა საღამოსთვის მოირგო „ვერსაჩეს” მბზინავი წითელი ლატექსის კაბა, რომლის ღირებულება 3 500 დოლარს აჭარბებს. მის ხელს ამშვენებდა Hermès Kelly-ს შავი ნიანგის ტყავის ჩანთა, რომლის სავარაუდო ფასი 50 000 დოლარია.
სანჩესმა უყოყმანოდ მიიპყრო ყურადღება – მისი ჩაცმულობა, ქარიზმა და ბრწყინვალება პარიზის საღამოს მთავარი თემა გახდა.
ლორენ სანჩესის ძმა და მშობლები ქორწილში არ მივიდნენ – მიზეზი დიდი ოჯახური სკანდალია
ლორენ სანჩესი – მრავალშვილიანი დედა დისლექსიის დიაგნოზით, რომელმაც მსოფლიოს უმდიდრესი კაცი მოხიბლა





