LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაბრალებენ, რომ გავიყვანე თამარი თეთრიწყაროდან და ბოლოს გავგუდე”- რას ასაჯაროვებს ბაჩანა ლობჟანიძე

3909
pjimage (1)

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც მედიას და საზოგადოებას გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულად გაეცნო, გოგონას გაუჩინარების დღეებში მისი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ სქრინებს “ფორმულას” ეთერში ასაჯაროვებს.

ბაჩანა ლობჟანიძე ამბობს, რომ მისი facebook – ის გატეხვას ცდილობდნენ

როგორც ლობჟანიძე აცხადებს, მისი გამოჩენის დღიდან მუდმივად ბრალს სდებენ და სხვადასხვა ჭორებს ავრცელებენ, რომ თითქოს, გარდაცვლილი გოგონას მკვლელობაში მისი ხელი ურევია. 20-21 ივლისს გადაადგილების მარშრუტის ამსახველ ფოტოებს კი სწორედ ამ ჭორების გასაქარწყლად ასაჯაროვებს.

“მკითხა და პასუხს არ დაელოდა” – რატომ ესაუბრა ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილს სიკვდილზე ბოლო შეხვედრაზე

“ბევრი ისეთი რაღაც გამოიკვეთა, რომ მე ვქეიფობდი დაკრძალვის დღეს. ბევრი ინციდენტი გახდა საჯარო და ეს მითი რომ გაქრეს, ჩემი Google-ის თაიმლაინი ამოვიღე და მინდა ვაჩვენო ყველას, სად ვგადაადგილდები ამ დროს. მე ამას (ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას) ვიგებ 21-ში, საღამო ხანს, დაახლოებით 20:00-21:00-საათზე. მაბრალებენ, რომ გავიყვანე თამარი თეთრიწყაროდან და ბოლოს გავგუდე, თუ რაღაც ასეთი, ამაზრზენი და ფანატიკური იდეები”, – აცხადებს ლობჟანიძე.

“მოცლილი ხალხია და ჩხრიკონ უფრო მეტი”- რას ამბობს ბაჩანა ლობჟანიძე ფოტოებზე, რომელიც სავარაუდოდ, თამარის დაკრძალვის დღეს არის გადაღებული

 

 

 

 

შეგახსენებთ, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლის, დღის პირველ ნახევარში საკუთარი სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. გოგონას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს კი მისი ავტომობილი მწყემსმა თეთრიწყაროს მიმდებარედ, ტყეში აღმოაჩინა.

ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას უნდობლობას უცხადებს. ოჯახის კიდევ ერთი ეჭვი ბაჩანა ლობჟანიძეს უკავშირდება, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილის შეყვარებული იყო.

„მივმართავ მკვლელს, არ შერჩება! მიწიდან ამოვთხრი” – ბაჩალიაშვილის დედა

ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში შესვლა ვერ მოხერხდა – კოდი ვერ მოერგო

პოპულალურები