LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა, ძალიან დიდი მადლობა…ოპერაციის თარიღი ჩაინიშნა, მთელი აღდგომის ღამე სასწაულების იმედით გავატარე…როგორ არ უნდა მოვიგო მე ეს ომი?“ – ხათუნა სამნიძე ემოციურ პოსტს გვიზიარებს

177
2025-04-25_00-10-26_011648

მადლობა, ძალიან, ძალიან ბევრი მადლობა, უღრმესი მადლობა, მეგობრებს, ნათესავებს, ნაცნობებს, უცნობებს, ყველას, ვინც ჩემს ამბებს თვალს ადევნებთ, – აღნიშნულის შესახებ პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.

მისივე თქმით, უფლის ნებით მომდევნო ოპერაციის თარიღი ჩანიშნულია.

„მთელი აღდგომის ღამე და თითოეული დღე დღემდე სმს-ების წკარუნში და უდიდესი მადლიერებით და სასწაულების იმედით გავატარე. და ეს თქვენ გააკეთეთ, თითოეულმა, ვინც დრო დახარჯეთ და სიყვარული გამომიგზავნეთ, ჩამირიცხეთ და მომწერეთ, გამამხნევეთ და შემაქეთ…

მადლობა, ძალიან, ძალიან ბევრი მადლობა, უღრმესი მადლობა, მეგობრებს, ნათესავებს, ნაცნობებს, უცნობებს, ყველას, ვინც ჩემს ამბებს თვალს ადევნებთ. დაუჯერებელია, რამდენი ადამიანი დამეხმარეთ, რამდენი უცნობი ადამიანი დაიხარჯეთ და მგულშემატკივრობთ, თურმე.. როგორ არ უნდა მოვიგო მე ეს ომი?!

ოპერაციის თარიღი ჩაინიშნა. ღმერთს მადლობა, ოპერაციის კრიტერიუმებს შეესაბამება ჩემი მდგომარეობა. ჩემმა სასწაულმოქმედმა და დაუღალავმა პროფესორმა გერმანიაში გიორგი გრიგოლიამ (ჩემი მეგობრები კარგად იცნობთ უკვე) და ჩემმა სუპერგმირმა მკურნალმა ონკოლოგმა დირკ ჰემპელმა ეს შესაძლებელი გახადეს და კიდევ ერთხელ უნდა გავიმარჯვო მათთან ერთად!

თითოეული თქვენგანის დახმარებით, ოპერაციის საფასურის მხოლოდ მესამედი დამრჩა შესავსები. ეს უდიდესი შვებაა ჩემთვის და ვიცი, ბოლომდე შეივსება და მაისის პირველ კვირაში აეროპორტიდან მოგწერთ კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯზე – რომ ვიწყებთ – და გაგახარებთ.
მადლობა.
ჩემი ანგარიშია თიბისი ბანკში

GE52TB7129045068100001

ჩემი შვილის საქართველოს ბანკში

GE46BG0000000545865833

სალომე დიასამიძე
და ჩემი ძმა pay pal
@IrakliSamnidze“, – წერს ხათუნა სამნიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g