LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა თმენისთვის, მოხსენებისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის – ვინ და რატომ გადაუხადა მადლობა პრემიერს

2616
მადლობები პრემიერს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან კრიტიკული შეფასებების მიზეზი გახდა, რასაც პრემიერი რეპლიკებით პასუხობდა. 

თუმცა, უმრავლესობის მხრიდან პრემიერმა მადლობა დაიმსახურა.

„ბატონო ირაკლი, მინდა, პირველ რიგში, მადლიერებით დავიწყო იმ თმენისთვის და მტკიცედ ჩვენი ეროვნული ინტერესის დაცვისთვის. სულ ოდნავ პოპულისტური პრემიერი რომ გვყოლოდა, დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან ცუდ დღეში იქნებოდა“. – ამბობს მარიამ ლაშხი.

„მოგესალმებით პრემიერო, მივესალმები მინისტრთა კაბინეტის წევრებს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოხსენებისთვის და კიდევ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რაშიც დარწმუნებული ვარ მილიონობით ჩვენი საზოგადოების წევრი შემომიერთდება, მადლობა საკუთარი სამშობლოსა და ხალხის სიყვარულისთვის. – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ბატონო პრემიერო, თქვენ ზუსტად და ღირსეულად იქცევით, როდესაც პუტინთან დაკავშირებით არ აკეთებთ განცხადებებს.“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერის მოხსენებას უსმენენ.

იხილეთ, პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები ვრცლად: 

„დაგატოვებინებთ დარბაზს“ – პრემიერის მოსმენა ხმაურის ფონზე დაიწყო

“წამალი დალიე, დამშვიდდები, საცოდავი ხარ, მანიაკების მხარდამჭერი… შენ ჩაგაბარებ ანგარიშს კიდევ..” – ღარიბაშვილის რეპლიკები ოპოზიციას

ღარიბაშვილი: იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს, ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მივცეთ კანდიდატის სტატუსი

„ბატონი ბიძინა არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს, განმარტება მაინც იცოდეთ…“ – პრემიერმა დეპუტატებს ოლიგარქის მნიშვნელობა “განუმარტა”

“ყველა სამკურნალოა, სასწაულია… წამალი დალიე, დამშვიდდები, საცოდავი ხარ, მანიაკების მხარდამჭერი… შენ ჩაგაბარებ ანგარიშს კიდევ..” – ღარიბაშვილის რეპლიკები ოპოზიციას

„ცოლს ტყე არ უნდა აჩუქოო, ამას ხომ არ ჩაგიწერდნენ“ – ხაბეიშვილი პრემიერს

magti 5g