„პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადოთ აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს იმისათვის, რომ ისინი დგანან საქართველოს გვერდით ყველაზე რთულ მომენტებშიც“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ„მადლობა უნდა გადავუხადოთ აზერბაიჯანს იმისათვის, რომ ისინი საქართველოს გვერდით დგანან ყველაზე რთულ მომენტებშიც. ბატონი ალიევის განცხადება არის დასტური, რომ მსოფლიოში ძალიან ადეკვატურად აღიქვამენ იმ პროცესებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს“ – ნიკოლოზ სამხარაძე
ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ევროპული კომისიის მიერ საქართველოს საშინაო პროცესისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. ეს კოლონიალისტურ მიდგომას ჰგავს. ისინი ცდილობენ ქართველი ხალხის ნებას შეხედონ კოლონიალური წარსულის პრიზმიდან. ეს აბსოლუტურად მიუღებელია“.
სამხარაძის თქმით, მსოფლიოში კარგად ხედავენ, რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირს უსამართლო მიდგომა აქვს.
მისივე თქმით, ვერანაირ ზეწოლას და მუქარას ქართულ სახელმწიფოზე ზეგავლენა ვერ ექნება.
„ჩვენი ისტორიის მანძილზე ისინი საქართველოს გვერდით იდგნენ. რაც შეეხება ბატონი ალიევის განცხადებას. მსოფლიოში არა მხოლოდ ბატონი ალიევი, არამედ სხვებიც კარგად ხედავენ, რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირს აქვს უსამართლო მიდგომა. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ ამ უსამართლო მიდგომით ზეწოლა მოახდინონ ქართულ ხელისუფლებაზე და ქართველ ხალხზე, თუმცა ჩვენმა საზოგადოებამ უკვე კარგად ისწავლა წარსულის გაკვეთილები და მისთვის მთავარი არის ქართული სახელმწიფოს ინტერესები, საქართველოს ინტერესები. შესაბამისად, ვერანაირ ზეწოლას და ვერანაირ მუქარას ქართულ სახელმწიფოზე ზეგავლენა ვერ ექნება. კიდევ ერთხელ, ბატონი ალიევის განცხადება არის დასტური, რომ მსოფლიოში ძალიან ადეკვატურად აღიქვამენ იმ პროცესებს, რა პროცესებიც საქართველოში მიმდინარეობს“.-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.