LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონა ფილმის ,,ეშმაკი ატარებს პრადას” სიქუელის გადაღებებზე დააფიქსირეს

147
photo-collage.png (1)

2006 წლის კომედიური დრამის – ,,ეშმაკი ატარებს პრადას” გაგრძელების გადაღებები ნიუ-იორკში, აქტიურად მიმდინარეობს.

ახლახან, ქსელში გამოჩნდა პირველი კადრები ფილმის მეორე ნაწილის გადასაღები მოედნიდან, რომლებშიც მერილ სტრიპის, ენ ჰეთეუეისა და სტენლი ტუჩის პერსონაჟებია აღბეჭდილი.

ცნობილია, რომ კინოსურათის სიქუელში მონაწილეობას ორიგინალური ნამუშევრის სამსახიობო შემადგენლობა იღებს. ამრიგად, ფილმის მორიგ ეპიზოდში, ემილი ბლანტის პერსონაჟსაც ვიხილავთ.

სიუჟეტის მიხედვით, მირანდა პრისლი (მერილ სტრიპი) ტრადიციული ბეჭდური ჟურნალების ინდუსტრიის კრიზისს ებრძვის. ამასთან, ის კონფლიქტშია ყოფილ ასისტენტ ემილი ჩარლტონთან (ემილი ბლანტი), რომელიც ახლა მაღალი რანგის მენეჯერია ელიტურ სარეკლამო კომპანიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კინოსურათში მადონაც გამოჩნდება. ,,პოპის დედოფალი” პაპარაცებმა ფილმის გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს. შესალებელია არტისტი კინოსურათის მუსიკალურ ნაწილზე მუშაობდეს.

აღსანიშნავია, რომ The Devil Wears Prada-ში მადონას 2 ჰიტი – Vogue და Jump-ია გამოყენებული.

The Devil Wears Prada 2 დიდ ეკრანებზე, 2026 წელს 1 მაისს გამოვა.

შეგახსენებთ, რომ The Devil Wears Prada ლორენ ვეისბერგერის 2003 წლის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება, რომელიც ახალგაზრდა ჟურნალისტის – ენდი საქსისა და მოდის ჟურნალის რედაქტორის – მირანდა პრისტლის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში ამ უკანასკნელის განსახიერებისთვის, მერილ სტრიპმა მიიღო ,,ოქროს გლობუსი” ,,საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები