მადონასა და მალუმას დუეტის რელიზს ქსელში პოპ დედოფლის მომავალი დისკის ტრეკლისტი მოჰყვა. გაირკვა, რომ 60 წლის შემსრულებელმა 25 წლის მომღერალთან არა მხოლოდ სინგლზე Medellín, არამედ კიდევ ერთ სიმღერაზე, Bitch I’m Loca ითანამშრომლა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ Madame X, ლეგენდარული მუსიკოსის რიგით მე-14 სტუდიური ალბომი, რომელიც სულ 13 სიმღერას აერთიანებს, დღის სინათლეს 14 ივნისს იხილავს.
ფირფიტაში ასევე თანამედროვეობის ისეთ საუკეთესო არტისტებთან კოლაბორაციებს მოვისმენთ, როგორებიც არიან: Anitta, Swae Lee და Quavo.
ცნობისთვის, კრებულის ლიდ სინგლზე, Medellín გადაღებული კლიპის პრემიერა MTV-ის ეთერში, 24 აპრილს შედგება.
View this post on Instagram
Madonna. Maluma. Medellín. 4/24 at 4pm ET on MTV. ? #MADONNAxMTV
A post shared by MTV (@mtv) on