მაშინ როცა მსოფლიო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის, ფრენა ბევრი მოგზაურისთვის ტკბილ მოგონებად რჩება. საინტერესოა, რამდენად დიდია ფრენის დროს დაინფიცირების რისკი…
რამდენიმე საათის დახურულ სივრცეში გატარება ერთი შეხედვით ძალიან სარისკო უნდა იყოს, თუმცა გაირკვა რომ სინამდვილეში კოვიდ – საფრთხე არც ისე მაღალია.
აღმოჩნდა, რომ პანდემიის დროს პროდუქტების საყიდლად წასვლა ან გარეთ ჭამა ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე თვითმფრინავით მოგზაურობა. ასეთი დასკვნა ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს.
ახალი კვლევის მიხედვით, ავიარეისების დროს დაინფიცირების შანსი ბევრად ნაკლებია, ვიდრე მაღაზიებში სიარულისას – რაც ვენტილაციის სისტემის და ჰაერის ცირკულირების დამსახურებაა.
„საჰაერო ხომალდში ვირუსს გავრცელების შანსი თითქმის არ აქვს“ – ნათქვამია დასკვნაში და ისიც აღნიშნულია, რომ სპეციალური მოწყობილობები და თანამედროვე ფილტრები ჰაერს ბაქტერიებისგან 99%–ით ფილტრავენ. რაც იმას ნიშნავს, რომ მოგზაურები მაქსიმალურად დაცულები არიან.
მიუხედავად ამისა, მეცნიერები მოგზაურებს ურჩევენ რომ ფრენის დროს პირადი ჰიგიენის საშუალებები გამოიყენონ და გარშემო ყველაფერს დეზინფექცია ჩაუტარონ.
