41 წლის მაიკლ ფასბენდერი და 29 წლის ალისია ვიკანდერი მედიასთან დიდი ხანია არ გამოჩენილან. პაპარაცებმა ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი წყვილი პარიზის ერთ-ერთ რესტორანთან გამოიჭირეს. მეუღლეებმა რესტორანში რომანტიკული ვახშმისთვის კონტრასტული სამოსი შეარჩიეს. ალისიამ არჩევანი შავი ფერის კოპლებიან კაბაზე გააკეთა, რომელიც კლასიკურ პალტოსთან ჰქონდა შეხამებული. ფასბენდერი კი ფოტოგრაფების წინაშე „ქეჟუალ“ სტილის სამოსით გამოჩნდა.
ცნობილია, რომ მეუღლეები პარიზში მოდის კირეულზე ჩავიდნენ. ასევე ფასბენდერისა და ვიკანდერის ვიზიტი ალისიას დაბადების დღესაც ეძღვნება. მსახიობი მალე 30 წლის ხდება.