LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ორეული და უამრავი დაშიფრული დეტალი – კანიე უესტის ახალი სკანდალური კლიპი

364
page

კანიე უესტის ახალ მუსიკალურ ვიდეოში, სიმღერაზე Father, რომელიც მან ტრევის სკოტთან ერთად ჩაწერა, მაყურებლებმა საინტერესო დეტალი შენიშნეს. კადრში მაიკლ ჯექსონის ორეული ჩანს. ვიდეოს განმავლობაში ის უძრავად ზის უესტის უკან და აკვირდება მოვლენებს იმპროვიზებულ ეკლესიაში.

ეს ფაქტი ვიდეოს ატმოსფეროს კიდევ უფრო უცნაურსა და სიმბოლურს ხდის. საზოგადოების აზრით, კლიპში ბევრი დაშიფრული დეტალია.

აღსანიშნავია, რომ ეს კლიპი კანიეს მეუღლის, ბიანკა სენსორის სადებიუტო, სარეჟისორო ნამუშევარია. 31 წლის ბიანკამ ვიდეო ერთ უწყვეტ დუბლში გადაიღო, მონტაჟისა და წყვეტის გარეშე, რაც მის მთავარ კონცეფციურ ხერხს წარმოადგენს.

ცნობისთვის, სიმღერა Father კანიე უესტის მე-12 სტუდიური ალბომის, Bully-ის ნაწილია, რომელიც მან ტრევის სკოტთან კოლაბორაციით შექმნა.

„დავიღალე საკუთარი სიშიშვლით!“ – კანიე უესტის მეუღლე, ბიანკა სენსორი პირველად Vanity Fair-ის გარეკანზე

„მან რამდენჯერმე სცადა უესტისგან გაქცევა“ – კანიე უესტისა და ბიანკა სენსორის მეგობრის განცხადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები