LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსი, არიანა გრანდე და ლანა დელ რეი მებრძოლ ,,ანგელოზებად” გარდაისახნენ (ვიდეო)

252
BeFunky-collage (33)

მაილი საირუსმა, არიანა გრანდემ და ლანა დელ რეიმ თაყვანისმცემლებს სიმღერის – Don’t Call Me Angel კლიპი წარუდგინეს. ,,ჩარლის ანგელოზების” რიმეიქის საუნდტრეკის ვიდეოში, რომელიც ჰანა ლუქს დევისმა გადაიღო, ამერიკელი მომღერლები მებრძოლ და დაუნდობელ ,,ანგელოზებად” მოგვევლინნენ.

მუსიკალურ რგოლში, ვარსკვლავურ ტრიოს თეთრი და შავი ფრთები უკეთია.

კლიპის ბოლოს, კადრში ფილმის რეჟისორი – ელიზაბეტ ბენკსი ჩნდება.

ვიდეო, რომლის პრემიერა 8 საათის წინ შედგა, ამ დროისთვის, 5 მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა.

შეგახსენებთ, რომ ,,ჩარლის ანგელოზების” რიბუთი, რომელშიც მთავარ როლებს კრისტენ სტიუარტი, ნაომი სკოტი და ელა ბალინსკა ასრულებენ, ეკრანებზე 15 ნოემბრიდან გამოჩნდება.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები