LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსი ,,მილიარდიანი ნახვის კლუბში” მესამედ შევიდა

206
564893

მაილი საირუსის სიმღერაზე – Flowers გადაღებულმა კლიპმა, რომლის პრემიერა 2023 წლის 13 იანვარს შედგა, YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა, რითაც ,,Youtube-ის მილიარდიანი ნახვის კლუბს” შეუერთდა.

ჯეიკობ ბიქსენმენის მიერ ლოს-ანჯელესში გადაღებული მუსიკალური რგოლი, არტისტის მესამე ჰიტის ვიზუალი გახდა, რომელმაც ვიდეოპლატფორმაზე ამ ნიშნულს მიაღწია. აქამდე იგივე შედეგი ტრეკების – Wrecking Ball და Party in the U.S.A. ვიდეოებს ჰქონდა.

მაილი საირუსი 16 წლის ასაკში გადაღებული კლიპით ,,მილიარდიანი ნახვის კლუბში” შევიდა

შეგახსენებთ, რომ Flowers მაილი საირუსის მერვე სტუდიური ალბომის – Endless Summer Vacation ლიდ სინგლია, რომელიც 2023 წლის გლობალური ჰიტი გახდა. გასული წლის ,,გრემიზე” კომპოზიცია ორ, ,,წლის ჩანაწერისა” და ,,საუკეთესო პოპ სოლო პერფორმანსის” ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა, რამაც შემსრულებელი კარიერაში პირველად მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლესი პრემიის ლაურეატად აქცია. ცნობილი ფაქტია, რომ სიმღერის ტექსტიდან გამომდინარე, Flowers საირუსისა და მისი ყოფილი მეუღლის, ლიამ ჰემსვორტის ურთიერთობის შესახებაა.

მაილი საირუსის თვალწარმტაცი ლუქები და პერფორმანსი „გრემიზე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები