LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მახსოვს, საბჭოთა კავშირის დროს სადაც ჩადიოდა ყველგან დიდი აღტაცებით ხვდებოდნენ, ყველას უყვარდა, ყველა ეგებებოდა: ელდარ შენგელაია

465
BeFunky-collage (1)

რეჟისორი ელდარ შენგელაია ამბობს, რომ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებით ქართულმა კულტურამ და ქვეყანამ გენიალური ადამიანი დაკარგა.  ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

„ჩვენ ვმეგობრობდით, ის ჩემი შვილის, ელენეს ნათლია იყო, ოჯახებით სულ ერთად ვიყავით, ერთად ვისვენებდით. ხშირად დავდიოდით კახეთში, ტბაზე სადაც ვთევზაობდით. ძალიან მჭიდრო და სიყვარულით სავსე მეგობრობა გვაკავშირებდა.

ბუბა კიკაბიძემ შექმნა ეპოქა თავისი ხელოვნებით, როგორც მომღერალმა, როგორც მსახიობმა.

მახსოვს, საბჭოთა კავშირის დროს სადაც ჩადიოდა ყველგან დიდი აღტაცებით ხვდებოდნენ. ყველას უყვარდა, ყველა ეგებებოდა.

უდიდესი დანაკარგია ქართული კულტურისათვის“, – ამბობს ელდარ შენგელაია.

მომღერალი, კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე დღეს ვერის სასაფლაოზე ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს.

ვახტანგ კიკაბიძე თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი და გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა.

ხელოვანის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა, მსახიობებმა, მომღერლებმა, სპორტსმენებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა.

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

„რაღაც ეპოქა ნამდვილად დამთავრდა, მაგრამ ვიცი, რომ დაიწყება ახალი ეპოქა, ისევ ბუბასთან ერთად..“ – მერაბ სეფაშვილი

„დავიღალე დაობლებით, ასე ვუთხარი ნანის ბუბას პანაშვიდზე.. მშვიდობით, ბატონო ვახტანგ, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით“ – ჯემალ სეფიაშვილი

,,კონცერტის ბოლოს სცენა ყოველთვის სავსე იყო ყვავილებით, თუმცა არცერთ თაიგულს არ ტოვებდა, რადგან თვლიდა, რომ დატოვება იმ თაყვანისმცემლის დაუფასებლობა იქნებოდა” – ცნობილი ხელოვანები ბუბა კიკაბიძეს იხსენებენ

„ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში“ – ილია მეორე

ნიკოლოზ რაჭველი: „მომენატრები, ჩემო ძვირფასო ბუბა, გამორჩეულო გულშემატკივარო და მეგობარო!..“

„ბუბას შეუთვალა, ჩუმად გავუგზავნი თვითმფრინავს, მილიონს მივცემ, ოღონდ ჩემთან გამოჩნდეს სახლშიო.. ფულის გულისთვის გავყიდო ჩემი თავი და ქვეყანაო?!“ – ნანი ბრეგვაძე ბუბა კიკაბიძის აქამდე უცნობ ამბებს იხსენებს

“ბუმბერაზები წავიდნენ, დაპატარავდა თბილისი…აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის” – დათო ევგენიძემ ბუბა კიკაბიძეს ლექსი მიუძღვნა

„პირველად „ვერის უბნის მელოდიებში“ გავუწიე პარტნიორობა, თუმცა ყველა კონცერტში სიამოვნებით უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვიღებდი მის მიწვევას“ – სოფო ნიჟარაძე 

,,სიგიჟემდე უყვარდათ ბუბა, მახსოვს, ბაქოში ბულვარზე სეირნობისას მაღაზიები იკეტებოდა, ხალხი კი, მის სანახავად გამორბოდა” – ნანი ბრეგვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები